Thumbnail
  • საბა კვერკველიას გოლით ლოკომოტივმა როსტოვი დაამარცხა - 2:1
  • ქართველი მცველის მე-6 გოლი პრემიერლიგაში

რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში ქვეყნის ჩემპიონმა ლოკომოტივმა როსტოვს უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ამ შეხვედრის გამარჯვების გოლი საბა კვერკველიამ გაიტანა. შევხედრის მე-60 წუთზე საბამ ახლო მანძილიდან დაამატა სტუმართა გოლკიპერის მოგერიებულს. საქართველოს ნაკრების მცველმა ამ მატჩში შეუცვლელად ითამაშა. ლოკომოტივი კი 18 ქულით მე-4 ადგილზე გადავიდა. 

championat.com-მა კვერკველიას თამაში 7 ბალით შეაფასა. ეს კი მატჩის საუკეთესო შეფასებაა ლოკომოტიველ ანტონ მირანჩუკთან ერთად. კვერკველიამ 11 ტურში 1 გოლი გაიტანა. ეს რუსულ პრემიერლიგაში საბას მეექვსე გოლია (3 რუბინის მაისურით, 3 ლოკომოტივის). 

კომენტარები

ბოლო ამბები