Thumbnail

სარწყავი სისტემა მატჩის დროს ჩაირთო - ინციდენტი ქუთაისის სტადიონზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • შოთა ბაბუნაშვილმა კარიერის საუკეთესო წლები ტორპედოში გაატარა
  • მატჩში სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიიღო მონაწილეობა

📷 ქუთაისი პოსტი

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა. ბაბუნაშვილმა კარიერის საუკეთესო წლები ქუთაისურ გუნდში გაატარა, მის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში კი ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა, რომელთა უმეტესობა სწორედ შოთას თანაგუნდელი იყო იმერული გუნდის შემადგენლობაში. თამაშში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.

თამაშის დროს სახალისო შემთხვევა მოხდა: რამაზ შენგელიას სტადიონის მინდორზე სარწყავი სისტემა ჩაირთო და წყალმა ამოხეთქვა, თუმცა მსაჯმა თამაში არ შეაჩერა და ის შეტევა ფეხბურთელებმა შადრევანის ფონზე დაასრულეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები