Thumbnail
  • 📅 შაბათი | ⌚ 17:30 | ⚽ ვოლფსბურგი V ბაიერნი
  • რეკორდმაისტერი კრიზისშია - ეს ვოლფსბურგის შანსია?

ბუნდესლიგის 7 ტურის შემდეგ ბაიერნს მხოლოდ 13 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. სეზონის წინ ბავარიული გრანდის “კონკურენტები” ასეთ რამეზე აღარც კი ოცნებობდნენ. გერმანიის ჩემპიონატში 3-მატჩიანი მოუგებელი სერიისა და ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, კრიზისში მყოფი ბაიერნი შაბათს ვოლფსბურგში ჩადის.

ვოლფსბურგში სიამოვნებით ფიქრობენ ხოლმე 2009 წელზე, როცა ეს გუნდი, ყველასათვის მოულოდნელად, გერმანიის ჩემპიონი გახდა. იმ სეზონში, ვოლფებმა ბავარიელები 5:1 გაანადგურეს. ვოლფსბურგში ასევე უყვართ 2015 წლის გახსენება, როცა უკვე დასუსტებულმა გუნდმა რეკორდმაისტერი 4:1 დაამარცხა. სამაგიეროდ, ნაკლებად სიამოვნებთ 2014 და 2017 წლებში დაფიქსირებული 1:6 და 0:6 მიუნხენურ გრანდთან.

ვოლფსბურგის მთავარი მწვრთნელი ბრუნო ლაბადია

ვოლფსბურგელთა მთავარ მწვრთნელ ბრუნო ლაბადიას ბაიერნთან ძალიან ცუდი მოგონებები აკავშირებს - თავისი გუნდებით მან ბავარიულ გიგანტთან 13 მატჩიდან 12 წააგო. თუმცა ახლა ბაიერნი კრიზისშია და იქნებ სწორედ ეს იყოს ვოლფსბურგის შანსი? თუმცა მიუნხენელები ძალიან მონდომებულები იქნებიან, რადგან თუ ჩემპიონთა ლიგასაც ჩავთვლით, 4-მატჩიანი მოგებელი სერია აქვთ.

“ვფიქრობ, მიუნხენის ბაიერნს ძალიან კარგ დროს ვეთამაშებით. მეტოქეს კრიზისი აქვს. ეს არის გუნდი, რომელიც ძირითადად ნაკრების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ჩვენზე ცოტა დრო ჰქონდათ მატჩისთვის მოსამზადებლად. თუმცა ჩვენ ისიც ვიცით, რომ ბაიერნის დასამარცხებლად განსაკუთრებით იღბლიანი დღეა საჭირო,” - ამბობს მატჩის წინ ვოლფსბურგელთა სპორტული დირექტორი მარსელ შეფერი.

ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი

► ვოლფსბურგი: საყრდენი ნახევარმცველი გილავოგი ახლახან გამოჯანმრთელდა და ძირითად შემადგენლობაში მისი დაბრუნება ჯერ ნაადრევია. შესაძლოა, ლაბადიამ 4-3-3 ტაქტიკაზე უარი თქვას და ორი საყრდენით ითამაშოს.

► ბაიერნი: ხამეს როდრიგესი ნაკრებიდან ხუთშაბათს დაბრუნდა. დავიდ ალაბა გამოჯანმრთელდა, რაფინიაც განაცხადში ბრუნდება. ვარჯიში განაახლეს ჯერომ ბოატენგმა და ლეონ გორეტცკამაც.

სავარაუდო შემადგენლობები

ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ვილიამი, კნოხე, ბრუკსი, რუსილონი - ტისერანდი, არნოლდი - შტეფენი, მალი, ბრეკალო - ვეგჰორსტი.

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი - რობენი, მიულერი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი - ლევანდოვსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები