Thumbnail
  • Manchester Evening news-მა სიტის პრემიერლიგის ეპოქის სიმბოლური შეადგინა
  • ქინლაძე აგუეროს, დე ბრუინის, ტევესის, სილვას და სხვების გვერდით
'მეინ როუდის' საყვარელი მოთამაშე - ქინქლაძის გზა თბილისიდან მანჩესტერამდე

Manchester Evening news-მა მანჩესტერ სიტის ბოლო 25 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც გიორგი ქინქლაძეც შევიდა. 

"სიტის ბოლო ათწლეულში მრავალი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი ჰყავს და ჰყავდა, მაგრამ მანამდეც ამ კლუბის ღირსებას მრავალი კაშკაშა ვარსკვლავი იცავდა. მოდი, შევადგინოთ სიტის სიმბოლური ბოლო 25 წლის მიხედვით", - წერს გამოცემა - "როცა ლაპარაკობენ, სიტის პრემიერლიგის ერაზე, ყველას ბოლო სეზონები ახსენდება. ფაქტია, რომ პეპ გვარდიოლას ცენტურიონები მაგრები კი არიან, მაგრამ სიტის ბევრი ექსფეხბურთელიც იმსახურებს პეპის ვარსკვლავების გვერდში დგომას".
Manchester Evening news-მა პრემიერლიგის ეპოქის სიტის 25-კაციანი სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

სიტის პრემიერლიგის სიმბოლური

მეკარეები: ედერსონი, ტონი კოტონი, ჯო ჰარტი

მარჯვენა მცველები: პაბლო საბალეტა, კაილ უოკერი

მარცხენა მცველები: ბენჟამენ მენდი, ალეკს კოლაროვი

ცენტრალური მცველები: ვენსან კომპანი, ნიკოლას ოტამენდი, ჯოლეონ ლესკოტი, ემერიკ ლაპორტი, ჯონ სტოუნსი

ნახევარმცველები: იაია ტურე, დავიდ სილვა, კევინ დე ბრუინი, გიორგი ქინქლაძე, პოლ ლეიკი, ფერნანდინიო, გარეთ ბერი

თავდამსხმელები: კარლოს ტევესი, სერხიო აგუერო, რაჰიმ სტერლინგი, ლეროი სანე, ედინ ჯეკო, კრეიგ ბელამი.

გიორგი ქინქლაძე სიტიში 1995-ში გადავიდა

"ალბათ, ცოტა თუ ფიქრობს, რომ ახლანდელ სიტიშიც ქინქლაძე პირველი ვარსკვლავი იქნებოდა, თუმცა მისი შედარება დღევანდელ ვარსკვლავებთან ნამდვილად არ არის აზრს მოკლებული. ის იყო კაშკაშა სინათლე სიტის ფანებისთვის შავბელ დროში", - წერს ინგლისური გამოცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები