Thumbnail

PREVIEW | ჟოზე ბრიჯზე ბრუნდება, სარის ახალი რეკორდის დამყარების შანსი აქვს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 შაბათი |  15:30 |  ჩელსი V მანჩესტერ იუნაიტედი
  • მაურისიო სარის ახალ რეკორდის დამყარების შანსი აქვს...

პრემიერლიგის მეცხრე ტური შაბათს, ტურის ცენტრალური მატჩით დაიწყება, სადაც მაურისიო სარის ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედის უმასპინძლებს. "ხვალ რომ ლონდონში იწვიმოს, ამასაც მე დამაბრალებენ..." ამბობდა ჟოზე მოურინიო მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.

ჟოზემ გასულ ტურში, ნიუკასლის წინააღმდეგ ყველას აჩვენა, რომ მატჩის მიმდინარეობას და ხასიათს ისევე გრძნობს, როგორც ადრე. იუნაიტედი მეათე წუთისთვის უკვე 0:2-ს აგებდა, როდესაც მოურინიომ ხუან მატას შემოყვანით ტაქტიკური გადანაცვლებაა განახორციელა - საბოლოოდ იუნაიტედმა მატჩი 3:2 მოიგო და 2 გოლი სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.

თუმცა შაბათს მანჩესტერელებს რესურსის გარეშე დარჩენილ ნიუკასლთან არ მოუწევთ თამაში, ჩელსის ხვდებიან, გუნდს, რომელიც გათამაშების ერთ-ერთი ლიდერია და რომელსაც წინა ხაზში საოცარ ფორმაში მყოფი ედენ აზარი ჰყავს.

"ჩემს შესახებ ბევრს ლაპარაკობენ. ხალხს ბრექსიტი თუ არ მოსწონს, ამასაც მე მაბრალებენ; კლუბმა კონტრაქტი 2020-მდე გამიხანგრძლივა და ამასაც მე მაბრალებენ..." 

"თითქოს ვინმეს ვაიძულე ჩემთვის ახალი კონტრაქტი გაეფორმებინათ. მე უკვე 55 წლის ვარ და ასეთ სტრესში ცხოვრება შემიძლია, მაგრამ გუნდში რამდენიმე მოთამაშე ამას ვერ უძლებს." ამბობს მოურინიო.

"ასეთი მიდგომები ფეხბურთში მგონია, რომ ზედმეტია. ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი საქმეა, რომელიც ბავშვობიდან მიყვარს და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე."

"ნიუკასლთან მატჩში გამოჩნდა, რომ მარკუს რაშფორდი და სკოტ მაკტომინეი მოედანზე შეშინებულები ივყნენ და ისეთ შეცდომებს უშვებდნენ, რომ ეს ნორმალური პროცესი არ არის. ეს უნდა გამოასწორონ. მატჩი, არა შეცვლებმა, არამედ გუნდის ხასიათმა მოიგო..." მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ ნიუკასლთან მატჩის სცენარი და მოვლენების განვითარების დინამიკა, ძალიან ჰგავდა ალექს ფერგიუსონის იუნაიტედის დროინდელ მატჩებს.

სარი და რეკორდის გაუმჯობესების შანსი

პრემიერლიგის გუნდში დანიშვნიდან, პირველივე სეზონში, ზედიზედ წაუგებელი მატჩების უკეთესი სერია, მხოლოდ ერთ მწვრთნელს აქვს ინგლისში ვიდრე მაურისიო სარის - ფრენკ კლარკმა ნოტინგემ ფორესტში 1994 წელს, სეზონი 11 მატჩიანი წაუგებელი სერიით დაიწყო.

თუმცა სარი (8 მატჩი), ამ მაჩვენებელით 5 მწვრთნელს უტოლდება, მათ შორის ჩელსის ბიჭებს - ლუიშ ფელიპე სკოლარის (2008) და ჟოზე მოურინიოს (2004). ორშაბათს გამარჯვების შემთხვევაში, სარი 9 წაუგებელი მატჩით მეორე ადგილზე გადაინაცლვლებს და ვინ იცის, იქნებ ფრენკ კლარკის რეკორდიც გაუმჯობესოს კიდეც.

რაც შეეხება ჩელსის წაუგებელი მატჩების რეკორდს, ის 21 შეხვედრას (16 მოგება, 5 ფრე) მოითვლის და ჟოზე მოურინიოს 2014-15 წლების სეზონს უკავშირდება, როდესაც პორტუგალიელმა პრემიერლიგა მესამედ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები