Thumbnail

ბენზემა ისევ სკანდალში - ქარიმს ადამიანის გატაცების მცდელობაში ადანაშაულებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალის ფეხბურთელის ყოფილმა აგენტმა სასამართლოში იჩივლა
  • პარიზის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო
  • ქარიმი ბრალდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

მადრიდის რეალის თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა მორიგ სკანდალში გაეხვა. Mediapart.fr იუწყება, რომ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ადამიანის გატაცების მცდელობის საქმის ფიგურანტია.

წყაროს ცნობით, 30 წლის ფრანგის ყოფილმა აგენტმა ლეო დ’სოუზამ სასამართლოს მიმართა და ბენზემას ნათესავები მისი გატაცების მცდელობაში დაადანაშაულა. 8 ოქტომბრის ინციდენტის მიზეზი, შესაძლოა, ქარიმსა და ლეოს შორის მოუგვარებელი ფინანსური დავა იყოს - საუბარია 50 ათას ევროზე. პარიზის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ფეხბურთელი ბრალდებას თავის ტვიტერზე გამოეხმაურა: "მსოფლიო, მეღადავები? საკმარისია, დამანებეთ რა თავი".

შეგახსენებთ, რომ ბენზემა ადრეც იყო სკანდალური ისტორიის გმირი, რომელიც
საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ მატიე ვალბუენას შანტაჟს უკავშირდება. ვალბუენას მისი ინტიმური შინაარსის ვიდეოს პუბლიკაციით ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ. ამ ისტორიის გამო ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს, სადაც ბოლოს 2015 წლის ოქტომბერში იყო გამოძახებული. 

მიმდინარე სეზონში ქარიმ ბენზემამ მადრიდის რეალის მაისურით 11 მატჩში ითამაშა და 5 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები