Thumbnail

ჭადრაკი | ბათუმის ნონა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნონა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია
  • ქართული გუნდი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო

ბერძნულ პორტო კარასკში დასრულდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში. ქალთა ფინალში მონაწილეობა მიიღო მოქმედმა ჩემპიონმა, ბათუმის საჭადრაკო კლუბმა, ნონამ. ნახევარფინალურ ეტაპზე ქართველმა მოჭადრაკეებმა სანკტ-პეტერბურგის გუნდი დაამარცხეს და ფინალში მონაკოს მონტე კარლოს დაუპირისპირდნენ.

ფინალში ბელა ხოტენაშვილი დეიმანტე დაულიტეს დაუზავდა, ხოლო ლელა ჯავახიშვილი მონიკა სოსკოს. ნინო ბაციაშვილმა პია კრამლინგთან გაიმარჯვა, ნანა ძაგნიძე კი ანა მუზიჩუკთან დამარცხდა და საბოლოოდ, გამარჯვება მონტე კარლომ მოიპოვა. შესაბამისად, ქართველი მოჭადრაკეები ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები