Thumbnail

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი - უმედლო დღე ბაჰამის კუნძულებზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბაჰამის კუნძულებზე ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება
  • მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე ორი ქართველი გამოვიდა

ბაჰამის კუნძულებზე ძიუდოში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა.

ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) პირველ ბრძოლაში ბრაზილიელ ვილიან ლიმას 4 წუთსა და 52 წამში აჯობა, ხოლო მომდევნო მეტოქესთან დამარცხდა. იაპონელმა იუჯი აიდამ ნინიაშვილი წუთსა და 9 წამში იპონზე დააგდო.

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) პირველივე ბრძოლაში დამარცხდა. ქართველმა გოგონა ხორვატ ტოპოლოვეცთან ჯერ ვაზარზე დაეცა, ხოლო მეტოქეს ბრძოლის დასრულებამდე 53 წამით ადრე ის იპონზეც დააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები