Thumbnail

რუსმა საკუთარ მეკარეს აუღებელი დაურტყა - კურიოზი ოლიმპიადაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბუენოს აირესში ახალგაზრდული ოლიმპიადა დასრულდა
  • ფუტსალის ფინალში ბრაზილია რუსეთის ნაკრებს შეხვდა

ბუენოს აირესში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ფუტსალში ფინალური მატჩი გაიმართა. ბრაზილია რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

ანგარიში პირველი ტაიმის მე-3 წუთზე გაიხსნა, როდესაც დანილ კარპიუკმა მეკარეს შანსი არ დაუტოვა და ძლიერი დარტმით ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

ბრაზილიამ მეორე ტაიმში ორჯერ გამოიჩინა თავი. რუსებმა კი ორი წუთით ადრე ერთი ბურთი გაქვითეს, რის შემდეგაც მეკარის გარეშე თამაშობდნენ. ბრაზილიელთა კარის დარაჯმა ამით ისარგებლა და რუსებს მეოთხე გოლი სწორედ მან გაუტანა.

ბრაზილიელებმა არგენტინაში მოახერხეს ტიტულის მოპოვება, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის ორმაგად სასიხარულოა. მასპინძელი არგენტინის ნაკრები ეგვიპტესთან დამარცხდა - 5:4. ეგვიპტელებმა ბრინჯაოს მედლების მოგება იზეიმეს.

აბდელრაჰმან ალგარვანი (ეგვიპტის მეკარე): 'ძალიან მიყვარს არგენტინა და საოცარი გრძნობა დამეუფლა, როდესაც მედალი მოვიგე. აქ მსოფლიოს საფეხბურთო ლეგენდები თამაშობენ: ლიონელ მესი, პაულო დიბალა, რაც აქ მოგებულ მედალს კიდევ უფრო ღირებულს ხდის.'

კომენტარები

ბოლო ამბები