Thumbnail

ბუფონი: დანი ალვეში ჩემპიონთა ლიგის მედლებს მუნდიალის მოგებაზე გაცვლიდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დანი ალვეში მზადაა სამი მედალი ერთ მედალში გაცვალოს
  • ჯიჯი ბუფონის ისტორია პსჟ-ს გასახდელიდან

პარისენჟერმენის იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და დანი ალვეშთან საინტერესო დიალოგი გაიხსენა…

ჯანლუიჯი ბუფონი (პარისენჟერმენი):

“რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშის შემდეგ შხაპს ვიღებდი, როდესაც დანი ალვეში მომაშტერდა, შემდეგ კი ასეთი სიტყვები მითხრა: ჯიჯი, ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მაქვს მოგებული და სამივე მედალს მოგცემდი შენი ერთი მედლის სანაცვლოდ, რომელიც 2006 წელს გერმანიაში მოიგე და მსოფლიოს ჩემპიონი გახდი. დანიმ დაამატა, რომ ჩემპიონთა ლიგა ბრწყინვალე ტურნირია, მაგრამ მუნდიალის მოგების შემთხვევაში, ის გააცნობიერებდა, რომ გააკეთა რაღაც მნიშვნელოვანი თავისი ქვეყნისთვის”.

კომენტარები

ბოლო ამბები