Thumbnail

პოლ პოგბას ბარსელონაში გულშემატკივრები ჰყავს - მესი, პიკე და ვალვერდე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერზე საუბარი არ წყდება
  • 25 წლის ფრანგის კატალონიურ კლუბში ხილვა ბევრს სურს, მაგრამ ყველას - არა 

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის პოლ პოგბას ახალ კლუბში შესაძლო გადასვლაზე საუბარი გრძელდება. Daily Mail იუწყება, რომ ფრანგი ფეხბურთელის ბარსელონაში გადასვლით, არამხოლოდ პოგბას თანამემამულეები - უსმან დემბელე და სამუელ უმტიტი, კატალონიური გუნდის ლიდერები -ლიონელ მესი და ჟერერად პიკეც არიან დაინტერესებულნი.

ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ პოგბა ბარსელონას გააძლიერებს და ამ აზრს გუნდის მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდეც იზიარებს.

თუმცა, კატალონიურ კლუბში ისეთებიც არიან, ვინც პოგბას ტრანსფერს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს - ბარსას სასელექციო განყოფილების წარმომადგენლები. მათი აზრით, ბარსელონას ნახევარდაცვაში უნდა თამაშობდნენ ფეხბურთელები, რომლებიც უფრო დიდხანს ფლობენ ბურთს და რისკს ერიდებიან. 

ტრანსფერზე წინადადების მიღების შემთხვევაში, მანჩესტერ იუნაიტედი ნახევარმცველში სავარაუდოდ იმავე თანხას მოითხოვს, რაც 2016 წელს იუვენტუსს გადაუხადა - 101 მილიონ ევროს.

ცნობილია, რომ პოლ პოგბასა და მანჩესტერ იუნაიტედის თავკაც ჟოზე მოურინიოს ერთმანეთთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვთ.

პოლ პოგბამ, უსმან დემბელესა და სამუელ უმტიტისთან ერთად, საფრანგეთის ნაკრებში გასულ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში პოლ პოგბას ანგარიშზე 2 გოლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები