Thumbnail
  • ზაზა ფაჩულიას პირველი ოფიციალური მატჩი დეტროიტში
  • პისტონსმა სეზონი ბრუკლინთან გამარჯვებით დაიწყო

ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსმა NBA-ს ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. 34 წლის ქართველი ცენტრის გუნდმა რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრაში ბრუკლინს უმასპინძლა და 103:100 დაამარცხა.

ფაჩულია, როგორც მოსალოდნელი იყო, სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ 14 წუთი და 43 წამი ითამაშა. ამ დროში მან 6 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა, რაც საკმაორ კარგი შედეგია. ზაზამ 6 მცდელობიდან 2 ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად ესროლა. 7 მოხსნიდან, მან 5 დაცვაში გააკეთა, 2 კი - შეტევაში. გარდა ამისა, ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 2 ჩაჭრა, 1 შესანიშნავი დაფარება და 2 დაკარგვაა.

დეტროიტიდან ყველაზე მეტი, 26 ქულა ბლეიკ გრიფინმა გააკეთა, მაგრამ მატჩის საუკეთესო კალათბურთელი უდავოდ ანდრე დრამონდი გახლდათ, რომელმაც 24 ქულასთან ერთად, არც მეტი, არც ნაკლები, 20 მოხსნა (!) მიითვალა.

მომდევნო მატჩს ფაჩულიას დეტროიტი 21 ოქტომბერს, სტუმრად, ჩიკაგო ბულსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები