Thumbnail
  • ტორპედო 3:1 ლოკომოტივი
  • ქუთაისელებმა პირველ 10 წუთში სამი გოლი გაიტანეს

ქუთაისის ტორპედომ ეროვნულ ლიგაში მორიგი გამოტოვებული მატჩი გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. კახა ჩხეტიანის გუნდმა თბილისის ლოკომოტივი 3:1 დაამარცხა. ქუთაისელებმა სამივე გოლი პირველ 10 წუთში გაიტანეს და გადაწყვიტეს კიდეც მატჩის ბედი. დუბლი თორნიკე კაპანაძემ შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი ქიმაძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ სამი საგოლე გადაცემა გააკეთა არფანგ დაფემ. მეორე ნახევარში ლოკომოტივმა ერთი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. თავი თეიმურაზ შონიამ გამოიჩინა.

ტორპედო 3:1 ლოკომოტივი

ტორპედო 3:1 ლოკომოტივი | გოლები

ტორპედო 3:1 ლოკომოტივი | გოლები

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი, 2018

ამ გამარჯვების შემდეგ, ტორპედომ 48 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. კახა ჩხეტიანის გუნდს კონკურენტებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ეროვნულ ლიგას 63 ქულით საბურთალო ლიდერობს, მეორე ადგილზე 58 ქულით თბილისის დინამოა, ხოლო მესამეზე 49 ქულით გორის დილა.

ტორპედო 3:1 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 კაპანაძე (4), 2:0 კაპანაძე (8), 3:0 ქიმაძე (10), 3:1 შონია (77)

ტორპედო: ქვილითაია, ხურცილავა, კობახიძე, აზაცკი, მარინი, გიგაური, ცინცაძე, დაფე (57. კუხიანიძე), ქიმაძე (67. დოლიძე), კუტალია, კაპანაძე (82. ჰლინკა)

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, ქურდაძე, შონია (77. გაბაძე), კომახიძე, ძებნიაური, გვალია, ჯონი (46. გავაშელიშვილი), არდაზიშვილი, კობახიძე, ჯიქია (84. ოზბეთელაშვილი)

კომენტარები

ბოლო ამბები