Thumbnail
  • ბასკონია 80:85 ოლიმპიაკოსი
  • შენგელიას 21 ქულა, ჯენინგის - 6

ევროლიგის მე-2 ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია ოლიმპიაკოსთან შინ 80:85 დამარცხდა. ეს ბასკური კლუბის პირველი მარცხია ევროლიგის 2018/19 წლების სეზონში.

არც თორნიკე შენგელია და არც მეტ ჯენინგი ბასკონიას სასტარტოში არ ყოფილა. გუნდმა პირველი სამი მეოთხედი ძალიან ცუდად ჩაატარა, ბოლო მეოთხედში გამოფხიზლება კი არ ეყო.

შენგელიამ 25:49 წუთში 21 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. მის ანგარიშზეა თითო ასისტი და ჩაჭრაც. 
ჯენინგმა კი ვერ ითამაშა კარგად - 21:20 წუთში მხოლოდ 6 ქულა, თითო მოხსნა და პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები