Thumbnail
  • გერმანულმა ჟურნალმა “შპორტ ბილდმა” არსენ ვენგერს ინტერვიუ ჩამოართვა
  • ფრანგ მწვრთნელს დიდ ფეხბურთში დაბრუნება სურს
  • მას უამრავი წინადადება აქვს

მას მერე, რაც ლონდონის არსენალიდან გაათავისუფლეს, ნახევარი წელი გავიდა - არსენ ვენგერს დიდ ფეხბურთში დაბრუნება სურს. ფრანგმა მწვრთნელმა “შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ მუშაობის დაწყება სურს.

“ვფიქრობ, 1 იანვრიდან ისევ დასაქმებული ვიქნები. კარგად დავისვენე და ისევ მზად ვარ სამუშაოდ,” - განაცხადა ვენგერმა, რომელიც არსენალში 22 წლის მანძილზე მუშაობდა. მან ჯერ არ იცის, რომელ გუნდში დასაქმდება: “არაერთი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციიდან მიკავშირდებიან და ნაკრები გუნდების გაწვრთნას მთავაზობენ. უამრავი კლუბისგან მომდის შეთავაზება. შესაძლოა, იაპონიაშიც წავიდე.

გერმანელმა ჟურნალისტმა ვენგერს მიუნხენის ბაიერნის შესახებაც ჰკითხა, რადგან რეკორდმაისტერის ამჟამინდელი დამრიგებელი ნიკო კოვაჩი იმედებს ვერ ამართლებს და, შესაძლოა, საკმაოდ მალე გაათავისუფლონ. ვენგერი ფიქრობს, რომ ბაიერნში მისი დანიშვნის ალბათობა ძალიან დაბალია: “ეს კითხვა ალბათ არც უნდა დაგესვათ. ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე საკმარისად ძლიერები არიან იმისათვის, რომ ახლა მწვრთნელის გათავისუფლება არ დაუშვან. მათ ნიკო კოვაჩს ნდობა გამოუცხადეს და იძულებულები არიან, ბოლომდე ენდონ.”

თუმცა ბაიერნს კრიზისი აქვს და თუ ასე გაგრძელდა, ჰიონესი და რუმენიგე პრინციპებს იოლად უღალატებენ. თანაც, ვენგერმა გერმანული ენა იცის...

კომენტარები

ბოლო ამბები