Thumbnail
  • ერთა ლიგის ცენტრალურ მატჩში საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა
  • სომხეთის ნაკრებმა მაკედონიას დიდი ანგარიშით მოუგო
  • გიბრალტარის ზედიზედ მეორე გამარჯვება

ამსტერდამში სამარცხვინო წაგების (0:3) შემდეგ, გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთთან საგრძნობლად უკეთ ითამაშა და, მართალია, მაინც დამარცხდა, მაგრამ საკუთარ გულშემატკივრებს პროგრესის იმედი დაუტოვა.

საფრანგეთი 2:1 გერმანია

გოლები: 0:1 კროოსი (14-პენ), 1:1 გრიზმანი (62), 2:1 გრიზმანი (80-პენ)

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი - პოგბა, კანტე (94. ნ’ზონზი) - მბაპე (86. დემბელე), გრიზმანი (91. ნდომბელე), მატუიდი - ჟირუ.

გერმანია (3-4-3): ნოიერი - გინტერი (83. ბრანდტი), ზიულე, ჰუმელსი - კერერი, კიმიხი, კროოსი, შულცი - სანე (75. დრაქსლერი), ვერნერი, გნაბრი (88. მიულერი).

პენალტი, რომელიც ბლეზ მატუიდისა და მატს ჰუმელსის ორთაბრძოლის შემდეგ დაინიშნა და რომლითაც საფრანგეთმა თამაში მოიგო (გრიზმანის დუბლი), არ უნდა დანიშნულიყო. ბუნდესგუნდი ამ შეხვედრაში ფრეს უფრო იმსახურებდა, თუმცა გერმანიაში მაინც ყველა კმაყოფილია, რადგან ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა დაამტკიცა, რომ გარისკვაც შეუძლია და რაღაცების შეცვლაც. სასტარტო შემადგენლობაში მან 5 ცვლილება განახორციელა და ტაქტიკაც კი შეცვალა - გერმანიამ ამჯერად 3 ცენტრალური მცველით (3-4-3) ითამაშა. 

წინა ხაზზე ვერნერი-გნაბრი-სანეს ტრიომ გაამართლა - გერმანელებმა პირველი ტაიმი მოიგეს (კროოსის პენალტით). განსაკუთრებით აქტიური იყო სანე - თერთმეტმეტრიანიც მან მოიპოვა და მე-19 წუთზს გატანაც შეეძლო. ორი შანსი ჰქონდა მათიას გინტერს, ძალიან აქტიურები იყვნენ ახლები, შულცი (მარცხნიდან) და კერერი (მარჯვნიდან). ლიოვმა ჯოშუა კიმიხი შუაში ათამაშა და ამ უკანასკნელმაც იმედები გაუმართლა - კარგად ებრძოდა ნგოლო კანტესა და პოლ პოგბას.

მეორე ტაიმში დიდიე დეშამის გუნდი საგრძნობლად უკეთესი იყო. კილიან მბაპე და ანტუან გრიზმანი გაცილებით უკეთ ათამაშდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა - ატლეტიკოს ლიდერმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მერე კი ნაჩუქარი პენალტიც გაიტანა.

ამ მარცხის შემდეგ, გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის A1 ჯგუფში ისევ ბოლო, მე-3 ადგილზეა და B ლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება. ფრანგები ჰოლანდიელებს 4 ქულით უსწრებენ, მაგრამ ჰოლანდიას ჯერ კიდევ შეუძლია ჯგუფის მოგება, რადგან 16 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი - გერმანიას ესტუმრება. დეშამის გუნდს მხოლოდ 1 მატჩი დარჩა ჩასატარებელი (სტუმრად, ჰოლანდიასთან).

სხვა მატჩები

B ლიგა

ირლანდია 0:1 უელსი
გოლი: 0:1 უილსონი (58)

უკრაინა 1:0 ჩეხეთი
გოლი: 1:0 მალინოვსკი (43)

C ლიგა

ნორვეგია 1:0 ბულგარეთი
გოლი: 1:0 ელიუნუსი (31)

სლოვენია 1:1 კვიპროსი
გოლები: 0:1 პაპულისი (37), 1:1 სკუბიჩი (83)

D ლიგა

სომხეთი 4:0 მაკედონია
გოლები: 1:0 პიცელი (12), 2:0 მოვსისიანი (67), 3:0 ღაზარიანი (81), 4:0 მხითარიანი (91)

გიბრალტარი 2:1 ლიხტენშტაინი
გოლები: 0:1 სალანოვიჩი (15), 1:1 კაბრერა (61), 2:1 ჩიპოლინა (66)

 

კომენტარები

ბოლო ამბები