Thumbnail

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლატვიისა და საქართველოს ნაკრების მატჩი 22:45-ზე დაიწყება
  • ვლადიმირ ვაისის გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი რიგაში, დაუგავას სტადიონზე, ლატვიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება (პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე).

ცნობილია სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ნაკრები ლატვიაში თამაშს დაიწყებს.

► საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი - კვეკვესკირი, კანკავა - მერებაშვილი, გვილია, ჩაკვეტაძე - ყაზაიშვილი.

როგორც ხედავთ, ანდორასთან მატჩთან შედარებით, ვაისმა ძირითადი შემადგენლობა არაერთ პოზიციაზე შეცვალა. დაცვის ცენტრში საბა კვერკველიას ნაცვლად, დავით ხოჭოლავაა გამწესებული, მარცხენა მცველის პოზიციაზე კი - ლაშა დვალი. სასტარტოში არ არის ნიკა კაჭარავა - მის ნაცვლად, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ვაკო ყაზაიშვილი ითამაშებს. სასტარტოში არიან ვაკო გვილია და გიორგი მერებაშვილიც.

კომენტარები

ბოლო ამბები