Thumbnail

ფიგურული სრიალი | ისტორიაში პირველად, ქართველი წყვილი გრან პრის ფინალში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველი მოცეკვავე წყვილის წარმატება
  • ფინალური ეტაპი 6-9 დეკემბერს კანადაში გაიმართება

ქართველი მოცეკვავე წყვილი: მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გრან-პრის ფინალში გავიდნენ. ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა მოცაკვავე წყვილმა შეძლო გრან პრის ეტაპების ორი ვერცხლის მედლის და ფინალური საგზურის მოპოვება. ქართველებთან ერთად ფინალში იასპარეზებენ სამი წყვილი რუსეთიდან, ერთი კანადიდან და ერთი ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

გრან-პრის თასის გათამაშება ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებთან ერთად ის მაღალრეიტნგული საერთაშორისო ტურნირია, რომელიც 1997 წლიდან იუნიორთა და სენიორთა კატეგორიებში ტარდება საერთაშორისო საციგურაო კავშირის მიერ და მასში მონაწილეობენ მსოფლიოს ქვეყნების ყველაზე ძლიერი მოციგურავეები.

იუნიორთა კატეგორიაში გრან-პრის სერია მოიცავდა შვიდ ეტაპს და იგი ტარდებოდა მიმდინარე წლის აგვისტოდან სლოვაკეთში, ავსტრიაში, ლიტვაში, კანადაში, ჩეხეთში, სლოვენიაში და ბოლო მეშვიდე ეტაპი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. შეჯიბრში ჩართული იყო 24 ქვეყნის 65 წყვილი, რომლებიც ასპარეზობდნენ გრან პრის ფინალური ნაწილის 6 საგზურის მოსაპოვებლად. 

გრან-პრის ორ ეტაპზე: ოსტრავასა და ერევანში გამოვიდნენ მარია კაზაკოვა და გიორგი რევია. ქართველმა წყვილმა სექტემბერში ოსტრავაში გამართულ ტურნირზე მეორე ადგილი დაიმსახურა და ერევნის ტურნირის წინ კარგი შეიქმნა ფინალში გასასვლელად. 15 წყვილს შორის ქართველმა მოციგურავეებმა 164,65 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს და საერთო რეიტინგულ სიაში ორივე ეტაპის ჯამური შედეგით 318,52 საუკეთესო ექვსეულში დაიმკვიდრეს ადგილი. ფინალური ეტაპი 6-9 დეკემბერს კანადის ქალაქ ვანკუვერში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები