Thumbnail

უსაინ ბოლტი მილანში? - იამაიკელს ევროპაში თამაში სურს

  • უსაინ ბოლტი შესაძლოა მილანში აღმოჩნდეს
  • იამაიკელ სპორტსმენს დიდ გუნდში თამაში სურს

იამაიკელი ოლიმპიური ჩემპიონის, უსაინ ბოლტის აგენტმა ტონი რალისმა ESPN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი კლიენტისთვის ახალ კლუბს ეძებს.

ტონი რალისი: ბევრი შემოთავაზება გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე რეალურია. ამ კლუბმა მფლობელები ახალახან შეიცვალა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებასაც ელოდება.

Daily Telegraph Australia-ს ინფორმაციით, კლუბი სამხრეთ-ევროპულია და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს. მათი განცხადებით, ეს გუნდი იტალიური მილანია.

'როსონერისა' და ბოლტს ერთი სპონსორი ჰყავთ - პუმა. ბოლტის ტრანსფერი მილანისთვის ფინანსური კუთხით ცუდი ნამდვილად არ იქნება. კლუბი ბოლტის მაისურებს გაყიდის და ფინანსურ სარგებელს ნახავს.

რაც შეეხება საფეხბურთო მხარეს, ბოლტზე რამდენიმე დღის წინ დავწერეთ, რომ ავსტრალიაში დუბლი შეასრულა, მაგრამ საკუთარი საფეხბურთო შესაძლებლობებით მილანს ნამდვილად ვერ დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები