Thumbnail
  • ესპანეთის ნაკრები ინგლისთან შინ დამარცხდა
  • შვეიცარიამ ისლანდიაში იმარჯვა
  • ერთა ლიგის სხვა მატჩების შედეგები

უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურში ცენტრალური სევილიური მატჩი იყო - "ვილიამარინზე" "ფურია როხა" ყველასთვის მოულოდნელად, ინგლისთან - 2:3 დამარცხდა. A ლიგის მე-4 ჯგუფში პირველზე კვლავ ესპანეთის ნაკრებია 6 ქულით, ინგლისს 4 ქულა აქვს, ხორვატიას (2 თამაშიდან) კი მხოლოდ - 1. 

ესპანელთა სასტარტო შტურმს მოყვა ინგლისელთა ელვისებური კონტრშეტევები, რომელთა წყალობით სტუმრებმა პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუტანეს დავიდ დე ხეას.

განსაკუთრებით იყოჩაღა რაჰიმ სტერლინგმა, რომელმაც დუბლი მიითვალა, ერთი გოლი კი მარკუს რაშფორდის ანგარიშზეა. ინგლისელთა კაპიტანი ჰარი კეინი ორი საგოლე პასით გამოირჩა.

რაჰიმ სტერლინგმა დუბლი შეასრულა

0:1 სტერლინგი (16)

რაჰიმ სტერლინგმა ესპანეთს გაუტანა - 1:0

რაჰიმ სტერლინგმა ესპანეთს გაუტანა - 1:0

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 15 ოქტომბერი, 2018

0:2 რაშფორდი (30)

პიკფორდისა და კეინის ბრწყინვალე გადაცემები - რაშფორდის გოლი

პიკფორდისა და კეინის ბრწყინვალე გადაცემები - რაშფორდის გოლი

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 15 ოქტომბერი, 2018

0:3 სტერლინგი (38)

რაჰიმ სტერლინგის დუბლი ესპანეთის ნაკრებთან

რაჰიმ სტერლინგის დუბლი ესპანეთის ნაკრებთან

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 15 ოქტომბერი, 2018

"ფურია როხა" მხოლოდ მეორე ტაიმში გამოცოცხლდა, შეცვლაზე შესულმა პაკომ 58-ე წუთზე ერთი გაქვითა, იქვე, მეკარე პიკფორდი ხელით იჭერდა როდრიგოს, მაგრამ მსაჯს არც პენალტი დაუნიშნავს და არც ინგლისელთა გოლკიპერი გაუძევებია. სერხიო რამოსის გოლი მატჩის მიწურულს კი დაგვიანებული იყო. 

1:3 ალკასერი (58)

პაკო ალკასერის ბრწყინვალე თავური დარტყმა ინგლისთან

პაკო ალკასერის ბრწყინვალე თავური დარტყმა ინგლისთან

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 15 ოქტომბერი, 2018

2:3 რამოსი (98)

სერხიო რამოსის გოლი ინგლისის ნაკრებთან

სერხიო რამოსის გოლი ინგლისის ნაკრებთან

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 15 ოქტომბერი, 2018
"ფურია როხას" 38-მატჩიანი წაუგებელი სერია შინ შეწყდა

საინტერესო ფაქტები

პაკოს გოლი ინგლისელთა კარში

► პაკო ალკასერმა ამ სეზონში კლუბსა და ნაკრებში 10 დარტყმით 10 გოლი გაიტანა.

► ესპანეთის ნაკრებმა სამშობლოში (ოფიციალურ მატჩში) სამი გოლი პირველად გაუშვა.

► ესპანეთის ნაკრების საშინაო მატჩებში 38-მატჩიანი წაუგებელი სერია (34 მოგება, 4 ფრე) შეწყდა. 

► ესპანეთმა შინ ბოლოს 2003 წელს წააგო საბერძნეთთან, ახლა მარცხი 5 609 დღის შემდეგ გამეორდა. 

► ინგლისმა ესპანეთს სტუმრად ბოლოს 1987 წელს მოუგო.

A ლიგა

ესპანეთი 2:3 ინგლისი 

გოლები: 0:1 სტერლინგი (16), 0:2 რაშფორდი (30), 0:3 სტერლინგი (38), 1:3 პ. ალკასერი (58), 2:3 ს. რამოსი (98)

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ხონი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მ. ალონსო - ტიაგო ალკანტარა, ბუსკეტსი, საულ ნიგესი (56. პ. ალკასერი) - ასპასი (57. სებალიოსი), როდრიგო (72. მორატა), ასენსიო

ინგლისი (4-3-1-2): პიკფორდი - ტრიპიერი (85. ალექსანდერ-არნოლდი), მაგუაირი, გომესი, ჩილველი - ბარკლი (75. უოკერი), დაიერი, ვინკსი (90. ჩალობა) - სტერლინგი - რაშფორდი, კეინი

სხვა მატჩები

A ლიგა

ისლანდია 1:2 შვეიცარია

გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (52), 0:2 ლანგი (67), 1:2 ფინბოგასონი (81)

B ლიგა

ბოსნია 2:0 ჩრ. ირლანდია

გოლები: 1:0 ჯეკო (27), 2:0 ჯეკო (73)

C ლიგა

ესტონეთი 3:3 უნგრეთი

გოლები: 1:0 ლუცი (20), 1:1 ნადი (24), 1:2 სალაი (54), 2:2 პატკაი (70 ავტოგოლი), 3:2 ანიერი (79), 3:3 სალაი (81)

ფინეთი 2:0 საბერძნეთი

გოლები: 1:0 სოირი (46), 2:0 გ. კამარა (89)

D ლიგა

ბელარუსი 0:0 მოლდოვა

ლუქსემბურგი 3:0 სან მარინო

გოლები: 1:0 ტურპელი (4), 2:0 სინანი (65), 3:0 ტილი (73)

გაძევება: გასპერონი (54. სან მარინო)

კომენტარები

ბოლო ამბები