Thumbnail

დიდი ბრძოლის მოლოდინში - მეივეზერმა ნურმაგომედოვის გამოწვევა მიიღო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხაბიბ ნურმაგომედოვმა ფლოიდ მეივეზერი გამოიწვია
  • ფლოიდ მეივეზერი ბრძოლისთვის მზად არის
  • მორიგი დიდი შოუ ლას ვეგასში

მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა პროფესიულ კრივში დაუმარცხებელი და მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ფლოიდ მეივეზერი გამოწვია.

ხაბიბ ნურმაგომედოვი: მიდი, ფლოიდ! ახლა ჩვენ ვიბრძოლოთ. შენ 50 ბრძოლა მოიგე, მე - 27. არცერთს წაგება არ გვაქვს, ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფეა. რა თქმა უნდა, მეფე მე ვარ. მას მაკგრეგორთან ბრძოლა გაუჭირდა. მე კი ის იოლად დავამარცხე.

ფლოიდ მეივეზერმა უკვე უპასუხა ნურმაგომედოვის გამოწვევას და ინსტაგრამზე პოსტი გამოქვეყნა.

ფლოიდ მეივეზერი: 'CBS, Showtime და MGM Grand: მოამზადეთ ჩეკები! შედით ჩემი აგენტის, ლეონარდ ელერბის გვერდზე და იხილეთ ხაბიბის გამოწვევა. მოდით, კიდევ ერთხელ გავხადოთ ვეგასი დიდებული.'

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. შეგახსენებთ, რომ მეივეზერს კარიერა დასრულებული ჰქონდა, როდესაც მაკგრეგორთან ბრძოლისთვის დაბრუნდა და მეტოქეს ათ რაუნდში სძლია.

რაც შეეხება ნურმაგომედოვს, მან ორი კვირის წინ მოახერხა კონორ მაკგრეგორის ოქტაგონზე დამარცხება.

კომენტარები

ბოლო ამბები