Thumbnail
  • 16 ოქტომბერი: ლატვია v საქართველო 
  • ვლადიმირ ვაისის წინასამატჩო პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე მატჩისთვის ემზადება. 16 ოქტომბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი რიგაში ლატვიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა წინაშე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი წარსდგა…

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)
“ლატვიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც მეტწილად 4-4-2 ტაქტიკას იყენებს. ჩვენ მომავალ მეტოქეს კარგად აქვს დამუშავებული სტანდარტულები და ეს დიდი პლუსია. ვიცი, რომ ლატვია მოსაგებად ითამაშებს, მაგრამ ჩვენც სამი ქულისთვის ვართ ჩამოსული. ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის შანსი თეორიულად ყველა გუნდს აქვს, მაგრამ რეალურად რა შეიძლება მოხდეს, ეს ცალკე თემაა. ჩვენი მიზანი მორიგი გამარჯვება და კარის მშრალად შენახვაა.

ლატვიაში 23 ფეხბურთელით ჩამოვედით. ანდორასთან მატჩის შემდეგ, ემოციურ ნიადაგზე ვთქვი, რომ ახალ ფეხბურთელს დავიმატებდით, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე. რაც შეეხება ძირითად შემადგენლობას, ცვლილებები იქნება, მაგრამ არა ბევრი. ლუკა ზარანდია დებიუტანტია და ასეთ მომენტში ექსპერიმენტების დრო არაა. ორივე გუნდი შეუტევს და მომენტების რეალიზებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება”. 

ვლადიმირ ვაისი

კომენტარები

ბოლო ამბები