Thumbnail

ლატვიის ნაკრების მწვრთნელი: 'მათ ესპანეთი დაამარცხეს, ეს ყველას არ შეუძლია'

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლატვიის ნაკრების თავკაცის პრესკონფერენცია
  • მიქსუ პაატელაინენი საქართველოს ნაკრებზე მაღალი შეფასებისაა

16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩში რიგაში ლატვიას ეთამაშება. ეს თამაში თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. 

მატჩამდე ლატვიელთა ფინელმა თავკაცმა მიქსუ პაატელაინენმა და მცველმა ვიტალის იაგოდინსკისმა პრესკონფერენცია გამართეს.

მიქსუ პაატელაინენი (ლატვიის ნაკრების მწვრთნელი): "ყოველი მატჩის მოსაგებად ვემზადებით. თუმცა კარგად გვესმის, რა სიტუაციაშიც ვართ. საქართველომ ტურნირი ძალიან ძლიერად დაიწყო. საქართველო ძალიან ძლიერია, კარგი მწვრთნელისა და კარგი კონტიგენტის გამო. ქართველი ფეხბურთელები მოწინავე კლუბებში თამაშობენ ევროპაში. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში შეძლო ის, რასაც ყველა ელოდა, ფავორიტმა სამივე მატჩი მოიგო. ნუ შეხედავთ რეიტინგს - საქართველოს ესპანეთის ნაკრები ჰყავს დამარცხებული. ვერავინ იტყვის, რომ ეს ყველა გუნდს შეუძლია. ცუდი გუნდი უბრალოდ ვერ შეძლებს ესპანეთის ნაკრების დამარცხებას. 

თუმცა საქართველოსთანაც მოსაგებად გავალთ. მატჩი საკმაოდ რთული იქნება, რადგან დაცვაშიც სიფრთხილე გვმართებს, მეტოქეს ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს და ეს კარგად გამოჩნდა თბილისის მატჩში. როცა მოთამაშეები მოედანზე გავლენ, ისინი ასი პროცენტით დაიხარჯებიან.

საქართველოში კარგად ვიცავდით თავს და 2-3 მომენტიც გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. საქართველო, რა თქმა უნდა, მატჩის ფავორიტია. თუმცა დარწმუნებული ვარ, საგოლე მომენტებს ახლაც შევქმნით. 

რეალისტები ვიყოთ, ლატვიის ნაკრები ნელნელა ვითარდება. მოდი, დაველოდოთ, რას მივაღწევთ მომავალში. მატჩის წინ საკმაოდ რთული გადაწყვეტილებების მიღება მომიწევს. ვნახოთ, შეძლებთ თუ არა პირველ ნომრად თამაშს. მართალია, ყაზახეთიც ძლიერი ნაკრებია, თუმცა საქართველოსთან სხვა ტაქტიკა დაგვჭირდება. 

მოთმინება გვმართებს. საქართველომ სწორედ ეს გზა გამოიარა, ვაისის გუნდს ეგრევე არ დაუწყია მოგებები, გუნდის ხასიათი მატჩიდან მატჩამდე იხვეწებოდა და ახლა თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად იცის, რა ევალება და საქართველოს ნაკრები სახიფათო გუნდი გახდა.

სრული პრესკონფერენცია

Miksu Pātelainens un Vitālijs Jagodinskis preses konferencē pirms otrdienas spēles pret Gruziju #LVAGEO

Posted by Futbols on ორშაბათი, 15 ოქტომბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები