Thumbnail
  • ჯანლუიჯი ბუფონის ინტერვიუ და ფოტოსესია “ეკიპისთვის”

ფრანგულმა “ეკიპმა” ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც 40 წლის იტალიელი მეკარე სტილზე, მოდასა და, რა თქმა უნდა, საკუთარ კარიერაზე საუბრობს.

მომწონს, როდესაც ჩემი სტილი მაქვს. კვირის განმავლობაში ჯინსები და მაისური მაცვია, მაგრამ თუ მაქვს საშუალება, ვცდილობ, საკუთარ სტილს არ ვუღალატო. მე არ ვეძებ მოდას, მაგრამ არ მინდა ზერელედ გამოვიყურებოდე.

ნამდვილი სტილი ისაა, რომელშიც თავს მოხერხებულად გრძნობთ. მირჩევნია, გამოვიყურებოდე ჩემს სტილზე, ვიდრე მოდურად. 

მყავს შვილები, 40 წლის ვარ და არ შემიძლია, გამოვიყურებოდე ჩემი შვილებივით. არ შემიძლია, ვუთხრა ჩემს შვილებს, შეიჭრან თმა, მე კი გრძელი თმით ვიარო. ამიტომაც შევიჭერი თმა და ვატარებ მოკლე ვარცხნილობას. უნდა ვაღიარო, რომ ასე უფრო პრაქტიკულია.

როცა ახალგაზრდა ვიყავი, ყველაფერი სხვანაირად იყო. ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მინდოდა. იოლი იყო, ვყოფილიყავი ლამაზი და არ მივდევდი წესებს. მაგრამ თუ თქვენ 40 წლის ასაკშიც ისე იქცევით, როგორც 20 წლის ასაკში, მაშინ ეს უკვე პრობლემაა.

ბარიში, როდესაც იტალიელმა გულშემატკივრებმა საფრანგეთის ჰიმნზე სტვენა დაიწყეს, ვიგრძენი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა - არა მარტო ფრანგი ერის პატივისცემისთვის, არამედ იტალიელების დაცვისთვის. უნდა მეჩვენებინა ყველასათვის, რომ ჩემი ქვეყანა არასდროს იწყებს სტვენას სხვა ქვეყნის ჰიმნზე. 

ვიცნობ იტალიის ისტორიას და ვიცი, რომ ჰიმნში გამოხატულია იტალიელების ღირსება, გმირების ხსოვნა და ქვეყნის ტრაგედიები. მე თვითონ ბაბუა მეორე მსოფლიო ომში დამეღუპა და არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ იტალიელები ჰიმნს უსტვენენ და არცხვენენ ამ ისტორიას.

L'EQUIPE: ბუფონის ფოტოსესია

L'EQUIPE: ბუფონის ფოტოსესია

L'EQUIPE: ბუფონის ფოტოსესია

L'EQUIPE: ბუფონის ფოტოსესია

L'EQUIPE: ბუფონის ფოტოსესია

კომენტარები

ბოლო ამბები