Thumbnail

'ესპანეთის ეს ნაკრები არაფრით ჰგავს ჩემს ბარსელონას' - ენრიკე ინგლისთან მატჩზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დღეს ესპანეთის ნაკრები სევილიაში ინგლისის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
  • ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს თავის გაწვრთნილ ბარსელონას ვერ ამსგავსებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უეფას ერთა ლიგაში ინგლისთან მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

ესპანეთის ნაკრები A ლიგის მე-4 ჯგუფში გამოდის, სადაც ინგლისის გარდა მეტოქედ ხორვატიაც ჰყავს. ენრიკეს შეგირდებს ორი მატჩიდან ორი მოგება აქვთ - სტუმრად ინგლისს მოუგეს (2:1), შემდეგ კი შინ ხორვატები გაანადგურეს (6:0).  ესპანეთის ეროვნული გუნდი ინგლისს დღეს სევილიაში, "ბენიტო ვილამარინზე" მიიღებს, სადაც წარმატების შემთხვევაში, ჯგუფში პირველობას გაინაღდებს.

"ფრეს შემთხვევაში მომდევნო რაუნდს ვერ გავინაღდებთ, მხოლოდ გამარჯვება მოგვცემს ამის შესაძლებლობას. ჩვენც მხოლო მოგებაზე ვფიქრობთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ინგლისი კარგი გუნდია. ვაპირებთ ისევე ვითამაშოთ, როგორც "უემბლიზე" და შევეცდებით, სამი ქულა კარგი თამაშით მოვიპოვოთ. ბიჭები ბრწყინვალე ფორმაში არიან.

ესპანეთის ნაკრების ვარჯიში "ბენიტო ვილამარინზე"

ინგლისის ნაკრები მეორე სართულზე ბრძოლასა და შეტევების ჩაშლაში ძლიერია. ძალიან კარგია, რომ მატჩი სევილიაში ჩატარდება. ასეთი შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებულია, მით უმეტეს მაშინ, როცა მხარს გადაჭედილი სტადიონიც გიჭერს", - თქვა პრესკონფერენციაზე სპეციალისტმა.

"ესპანეთის ეს ნაკრები არაფრით გაქვს იმ ბარსელონას, რომელსაც ვწვრთნიდი და შედარება არასწორი იქნება", - ამბობს 48 წლის სპეციალისტი.

ლუის ენრიკე ბარსელონას 2014-17 წლებში წვრთნიდა და გუნდს ორჯერ ლა ლიგა, სამჯერ ესპანეთის თასი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა (2014/15) მოაგებინა. 

ამ გუნდების წინა 26 მატჩიდან 12 ინგლისმა მოიგო, 10 - ესპანეთმა, 4 კი ფრედ დასრულდა. ინგლისის ნაკრებმა ესპანეთში ჩატარებული ბოლო სამი შეხვედრა წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები