Thumbnail
  • ფრანგმა მცველმა ლორან ლოშელნიმ ეროვნული ნაკრები დატოვა
  • მან გუნდის მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი გააკრიტიკა

ლორან კოშელნი საფრანგეთის ნაკრებში აღარ ითამაშებს - ლონდონის არსენალის ცენტრალურმა მცველმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ამთავრებს, რის შემდეგაც მსოფლიოს ჩემპიონების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი გააკრიტიკა.

“მორჩა, საფრანგეთის ნაკრებში ყველაფერი დამთავრებულია, - განაცხადა კოშელნიმ ტელეკომპანია Canal+-სთან ინტერვიუში და დასძინა, - ძალიან ბევრმა ადამიანმა გამიცრუა იმედები. თანაც ისეთებმა, რომლებიც მეგონა, რომ ჩემთან ახლოს იყვნენ. მარტო მწვრთნელს არ ვგულისხმობ.”

როგორც იცით, კოშელნიმ მსოფლიოს ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა. ის ნაწყენია იმის გამო, რომ დეშამმა დაბადების დღეც კი არ მიულოცა. 33 წლის კოშელნიმ საფრანგეთის ნაკრებში 51 მატჩი ჩაატარა. 2016 წელს ის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები