Thumbnail

ოქრიაშვილის გარეშე - საქართველოს ნაკრები ლატვიაში 23 ფეხბურთელით ჩადის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში მეოთხე მატჩს სტუმრად ლატვიასთან გამართავს
  • თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ გუნდს ვერც ამჯერად დაეხმარება
  • დღეს ნაკრები რიგაში ივარჯიშებს, ვლადიმირ ვაისი კი პრესკონფერენციას გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრის გასამართად დღეს რიგაში მიემგზავრება. ვლადიმირ ვაისის გუნდი ლატვიას 16 ოქტომბერს დაუპირისპირდება. მატჩი "დაუგავას" სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, მის რეპორტაჟს კი "პირველი არხი" წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრები ლატვიას 23 ფეხბურთელით ესტუმრება. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, თამაშისთვის ის ფეხბურთელები მოემზადებიან, რომლებმაც ორი დღის წინ თბილისში ანდორასთან (3:0) ითამაშეს.  ტრავმის გამო ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარება თორნიკე ოქრიაშვილი.

თბილისში ლატვიას თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მოვუგეთ

საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა ლატვიასთან შეხვედრაში.

მეკარეები: გიორგი ლორია (უგუნდო), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი).

თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

დღესვე საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს რიგის სტადიონზე, თბილისის დროით, 20:00 სთ-ზე გამართავს, მანამდე კი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

საქართველოს ნაკრებმა ლატვია თბილისში გამართულ ერთა ლიგის მატჩში ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, ლატვიას ორი ქულა აქვს და ყაზახეთთან და ანდორასთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. საქართველოს ნაკრებს ჯგუფის მოსაგებად დარჩენილ სამ მატჩში 3 ქულაც ყოფნიც.

კომენტარები

ბოლო ამბები