Thumbnail

მორიგი მედალი არგენტინიდან - გეგელაშვილის ვერცხლი ჭიდაობაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიორგი გეგელაშვილი ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა
  • საქართველოს ნაკრების მორიგი მედალი ბუენოს აირესში

გიორგი გეგელაშვილმა ბუენოს აირესში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გეგელაშვილის პირველი მეტოქე კოლუმბიელი დიეგო არმანდო კუევასი იყო, რომელსაც 12:1 მოუგო.

ქართველმა მოჭიდავემ მეორე დაპირისპირებაში ნაურუელი დაიზილ დეტუდამო 25 წამში, 10:0 დაამარცხა და ფინალშიც გავიდა.

გიორგი ფინალში უზბეკ მოჭიდავეს უმიდიონ ჯალოლოვს შეხვდა, რომელმაც ქართველს პირველ პერიოდში 4:0 მოუგო, ხოლო მეორე პერიოდში 4:2 აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა.

🎉 გილოცავთ! 🇬🇪 🥈🏆 თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გეგელაშვილი მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ⭕ გიორგიმ ფინალური შეხვედრა უზბეკ მეტოქესთან ქულებით დათმო.

Posted by საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee on კვირა, 14 ოქტომბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები