Thumbnail
  • ქართველთა ბასკონიამ 50-ქულიანი სხვაობით მოიგო
  • ტენერიფეს კვლავ თად მაკფადენმა მოაგებინა

ACB ლიგის მე-4 ტურში ბასკონიამ სტუმრად იოლად დაამარცხა 110:60 და 4-დან 3 გამარჯვებით ლიდერთა შორისაა. 50-ქულიან გამარჯვებაში ქართველებს ნაკლები წვლილი მიუძღვის, თორნიკე შენგელიამ 19:10 წუთი ითამაშა, ხოლო მეტ ჯენინგმა 15:10. ორივე მათგანი სათადარიგო იყო. 
გუნდის კაპიტანმა შენგელიამ 9 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ჯენინგის მონაგარი მეტია - 12 ქულა და 1 პასი. 

ბასკონიას კაპიტანმა 9 ქულა იკმარა

ვალენსიამ სტუმრად ობრადოიროს მოუგო 81:78. სტუმართა რიგებში სასტარტო ხუთეულში იყო საქართველოს მოქალაქე ვილ თომასი, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. ვისაც ახსოვს, ეს კალათბურთელი თბილისის არმიის მოთამაშე იყო და ახლა მოწინავე ევროპულ ჩემპიონატში ვალენსიას ერთ-ერთი ლიდერია. 

ბექა ბურჯანაძეს არ უთამაშია, მისი გიპუსკოა კი შინ ოვერტაიმში 73:79 დამარცხდა თად მაკფადენის ტენერიფესთან. გამარჯვების მთავარი შემოქმედი თად მაკფადენი იყო - 18 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა. ტენერიფემ 4-დან 3 მატჩი მოიგო.

მაკფადენის შესვლა ბოლო წამზე

მოგვიანებით დაიწყო გიორგი შერმადინის უნიკახას მატჩი, ქართველი ცენტრის გუნდი მალაგაში გრან კანარიას მასპინძლობდა, გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო. ანდალუსიელებმა 89:76 მოიგეს, შერმადინმა კი 17 ქულა ჩააგდო.  

კომენტარები

ბოლო ამბები