Thumbnail
  • whoscored.com-მა ვაკო ყაზაიშვილს თითქმის იდეალური შეფასება დაუწერა
  • ერთა ლიგაზე საშუალო შეფასებით საქართველოს ნაკრებში საუკეთესო კაპიტანია

საქართველოს ნაკრებმა ანდორას იოლად, 3:0 მოუგო და C ლიგაში აღზევებამდე და 2020 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფში თამაშის დაბევებამდე სამი ქულაღა აშორებს. 

ვნახოთ, როგორ შეაფასა whoscored.com-მა ქართველი ფეხბურთელების თამაში ანდორასთან.
ანდორასთან თამაშში ვლადიმირ ვაისის გუნდმა საოცარი სტატისტიკა აჩვენა:

ნაკრების საოცარი სტატისტიკა

► ბურთის ფლობის 77% ჰქონდა!

► მეტოქის კარისკენ 23-ჯერ დაარტყა!

► კარში ზუსტად 7-ჯერ დაარტყა!

► 12 კუთხური ჩააწოდა!

► 624 პასიდან 564 ზუსტი (86%) ჰქონდა!

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძალიან სუსტი იყო, ვაისის გუნდმა თავად ძალიან კარგად ითამაშა. whoscored.com-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დუბლის ავტორი ვაკო ყაზაიშვილი დაასახელა. ანალიტიკურმა საიტმა ვაკოს თითქმის იდეალური შეფასება დაუწერა 10-ბალიანი სისტემით - 9.2! 

სან ხოსეს შემტევმა ნახევარმცველმა კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, როგორც უკვე ვთქვით, 2 გოლი გაიტანა. 
ასეთი მაღალი შეფასება D ლიგის პირველ ჯგუფში (სადაც საქართველო 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია) ჯერ არ დაწერილა. ყაზახეთი-საქართველოს მატჩში გურამ კაშია საუკეთესო 8.2 ბალით გახდა. საქართველო-ლატვიას ორი საუკეთესო ჰყავდა - თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე იყვნენ (7.5); ლატვია-ანდორას საუკეთესო მოთამაშე მასპინძელი სოლოვიოვსი (7.6) იყო, ხოლო ლატვია-ყაზახეთის - ასევე ლატვიელი დუბრა (8.0). 

ვაკო საშუალოდ 3.3-ჯერ ურტყამს კარში, რაც ჯგუფში საუკეთესო შედეგია. საშუალო შეფასებით (7.58) კი მეოთხე ადგილზეა ყაზახი ლოგვინენკოს (8.3), ჯაბა კანკავასა (7.83) და ლატვიელი სოლოვიოვსის (7.64) შემდეგ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველთაგან განსხვავებით, ლოგვინენკომ და სოლოვიოვსმა თითო მატჩში მიიღეს მონაწილეობა. 

ბუნებრივია, რომ ანდორასთან თამაშში შეფასებებში მოწინავეები სულ ქართველები არიან. თვით ყველაზე ცუდი შეფასების მქონე კაჭარავაც კი ანდორელთა საუკეთესოს ტოლფასი ბალით შეაფასეს. 

whoscored.com-ის შეფასებები

ლორია - 6.9

კაკაბაძე - 8.2

კვერკველია - 7.7

კაშია - 7.1

ნავალოვსკი - 7.8

კვეკვესკირი - 7.7

კანკავა - 8.8

ჩაკვეტაძე - 7.2

კიტეიშვილი - 6.7

ყაზაიშვილი - 9.2

კაჭარავა - 6.6

სათადარიგოები

ანანიძე - 6.4

გვილია - 6.3

ჭანტურიშვილი - 6.2

კომენტარები

ბოლო ამბები