Thumbnail

საქართველო ნაკრების ფეხბურთელებმა ანდორასთან მატჩი შეაფასეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა მესამე მატჩი შეაფასეს
  • გიორგი ლორიას, ნიკა კვეკვესკირისა და გურამ კაშიას კომენტარები

ერთა ლიგის D1 ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ანდორა 3:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ქართველი ფეხბურთელები 9 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ და კიდევ ერთი მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას ორი ტურით ადრე ინაღდებენ.

ვლადიმერ ვაისმა აღნიშნა, რომ მატჩამდე ვაკო ყაზაიშვილს ორი გოლის გატანა სთხოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა ანდორასთა მატჩი შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ასეთ მეტოქესთან თამაში ყოველთვის რთულია.

გიორგი ლორია: 'მინდორზე მოსაგებად გამოვედით. მესამე მატჩია, რაც გოლს არ ვუშვებთ. ახლა უკვე ლატვიისთვის უნდა მოვემზადოთ. მეტოქე აგრესიულ თამაშს შემოგვთავაზებს, საკუთარი ტრიბუნების უპირატესობაც დაეხმარებათ.'

ნიკა კვეკვესკირი: 'ანდორას მსგავს ნაკრებთან თამაში ყოველთვის რთულია. გრანდებსაც ძალიან უჭირთ უდავო აუტსაიდერებთან მოგება, რაც მთავარია სამი ქულა ჩავიწერეთ. კონკურენტებმაც ქულები დაკარგეს. ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ლატვიაში მოსაგებად ვიბრძოლებთ, გულშემატკივრებიც ჩვენგან სამი ქულას ელიან.

ჯანოს დაბრუნება დიდი სტიმულია. ოქრიაშვილმა მიიღო მცირე ტრავმა და იმედია, მალე დაგვიბრუნდება. მჭედლიძე, ქვილითაია, პაპუნაშვილი - ასეთი ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ, შეტევით პოტენციალი უფრო გაიზრდება.'

გურამ კაშია: 'მიუხედავად იმისა, რომ სამი გოლი გავიტანეთ, ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რაც მაყურებელს და ჩვენ გვსურდა. ჩვენმა მეტოქეებმა დაკარგეს ქულები, შესაძლოა, სამი ქულაც კი გვეყოს. უნდა ვიფიქროთ მომდევნო მატჩზე. ლატვიის ნაკრები შემოგვიტევს, მათ სამი ქულა სჭირდებათ, რითიც ჩვენ აუცილებლად ვისარგებლებთ.'

კომენტარები

ბოლო ამბები