Thumbnail

გერმანული კრიზისი - ჰოლანდიამ მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა

  • 'ნარინჯისფერთა' ბრწყინვალე გამარჯვება ამსტერდამში
  • გერმანიის ნაკრებში პრობლემები გრძელდება
  • ჰოლანდია ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს

უეფას ერთა ლიგის D1 ჯგუფში ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიას უმასპინძლა და მეტოქეს 3:0 მოუგო. 'ნარინჯისფერებმა' 'იოჰან კრუიფის არენაზე' გერმანელებს შანსი არ დაუტოვეს და ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვეს.

მასპინძლები 30-ე წუთზე ვან დაიკის გოლით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმიც ამ ანგარიშით მოიგეს - 1:0.

ჰოლანდიამ მეორე ტაიმში კიდევ ორჯერ გაიტანა. მემფის დეპაიმ 86-ე წუთზე გამოიჩინა თავი, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ვიინალდუმმა გერმანელთა განადგურებას წერტილი დაუსვა.

ჰოლანდიის ნაკრებს 3 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. გერმანია ბოლო პოზიციაზეა. ამ ჯგუფში მომდევნო მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის გაიმართება.

იოახიმ ლიოვმა რეკორდი დაამყარა - მან გერმანიის ნაკრები 168-ედ გაწვრთნა და ერთი მატჩით გაუსწრო ზეპ ჰერბერგერს.

გერმანიის ნაკრები 2018 წელს მეხუთედ დამარცხდა: ავსტრიასთან, ბრაზილიასთან, სამხრეთ კორეასთან, 

კომენტარები

ბოლო ამბები