Thumbnail

ანდორის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო უფრო ძლიერია და რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაში მესამე მატჩიც მოიგო
  • ანდორის ნაკრების 5-მატჩიანი წაუგებელია სერია შეწყდა
  • მეტოქის მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია მატჩის შემდეგ

უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა და ანდორა 3:0 დაამარცხა (მიმოხილვა და გოლები). ვაკო ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ჯაბა კანკავას ანგარიშზეა. მატჩის შემდეგ, ანდორის ნაკრების მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა...

რა სისტემით ითამაშა დღეს ანდორის ნაკრებმა?

ალვარესი: აქცენტი გავაკეთეთ დაცვით ფეხბურთზე და პერიოდულად კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა სამწუხაროდ, მაინც დავმარცხდით. ჩემმა ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გააკეთეს და მათ მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს.

ახლაც მიგაჩნიათ, რომ ყაზახეთის ნაკრები უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველო?

ალვარესი: შესაძლოა თქვენ არასწორად გაიგეთ ჩემი სიტყვები. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის D დივიზიონის ფავორიტია. ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია ტრადიციულ შესარჩევ ეტაპზეც იყოს ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდი

რატომ არ გამოგივიდათ ჩანაფიქრის შესრულება?

ალვარესი: საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერია, ვიდრე ანდორა და მიზეზიც ეს იყო. შეიძლებოდა თამაში სხვა სცენარით წარმართულიყო, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები