Thumbnail

იტალიელებმა გვაჯობეს - ლოკომოტივი კალვიზანოსთან დამარცხდა

  • ლოკომოტივი 6:17 კალვიზანო
  • თბილისურმა კლუბმა კონტინენტის ფარზე პირველი შეხვედრა წააგო

ლოკომოტივმა კონტინენტის ფარის პირველ შეხვედრაში იტალიურ სარაგბო კლუბს კალვიზანოს უმასპინძლა და 6:17 დამარცხდა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი ჯარიმა გაიტანეს, ბექა წიკლაურმა მე-10 და 25-ე წუთებზე გამოიჩინა თავი. იტალიელთა მხრიდან სემ ლეინმა ორი ჯარიმით შეძლო თავის გამოჩენა. იტალიელებმა ტაიმის მიწურულს ლელოც დადეს, მარკო სუზიომ კალვიზანოს პირველი ტაიმი 11:6 მოაგებინა.

ბექა წიკლაური 10'

ბექა წიკლაური 25'

აღსანიშნავია, რომ კალვიზანოს ორი მორაგბე თბილისში მეორედ იყო. დანილო ფისკეტიმ და მატეო ლუკარდიმ 2017 წელს თბილისში გამართულ 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს თასზე ითამაშეს.

იტალიელებმა მეორე ნახევარში კიდევ ორი ჯარიმა გაიტანეს. კალვიზანომ 17:6 იმარჯვა, ლოკომოტივის მომდევნო მეტოქე ისევ იტალიური კლუბი იქნება - რომა.

გიორგი ბეგაძე: უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა. ბევრი შეცდომა დავუშვით, 30 წუთი 14 კაცით ვთამაშობდით. მიმაჩნია, რომ შანსები ისევ გვაქვს და ბოლომდე ბრძოლით შედეგს მივაღწევთ.

კომენტარები

ბოლო ამბები