Thumbnail

პრობლემა ბაიერნში - ფეხბურთელები კოვაჩის ამ მეთოდს ვერ იტანენ!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბილდი ბაიერნის მწვრთნელის პრობლემაზე წერს
  • ფეხბურთელებს ნიკო კოვაჩის მეთოდები არ მოსწონთ

მიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს რთული დღეები აქვს. 46 წლის სპეციალისტი, რომელიც ბავარიულ გრანდში ბევრისთვის მოულოდნელად დანიშნეს, მასზე გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.

ზედიზედ 4 მოუგებელი მატჩის შემდეგ, რეკორდმაისტერი აშკარა კრიზისშია. ხუთშაბათს, კოვაჩი კალათბურთელი ბაიერნელების მატჩს დაესწრო და პუბლკამ უსტვინა, გუნდში კი, მიუნხენური გრანდის ვარსკვლავებს მისი მეთოდები არ მოსწონთ.

“ბილდის” ინფორმაციით, კოვაჩი ფეხბურთელებს ყოველი ვარჯიშის შემდეგ ავალდებულებს, 20 წუთი ველოსიპედებით იარონ, თამაშების შემდეგ კი, სულაც ნახევარსაათიან ველო-ტურებს უწყობს. კოვაჩი დარწმუნებულია, რომ ეს შესანიშნავი მეთოდია, ფეხბურთელებს კი ვარჯიშებისა და მატჩების შემდეგ ველოსიპედით კატაობის გამო ნერვები ეშლებათ.

ნიკო კოვაჩი ველოსიპედების დიდი მოყვარულია

აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდის გამო კოვაჩს ფრანკფურტის აინტრახტშიც ჰქონდა პრობლემები. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, აინტრახტში ფეხბურთელები ხშირად ბრაზობდნენ, ტურ დე ფრანსისთვის ხომ არ გვამზადებს, ველოსიპედებით ამდენი კატაობა რა საჭიროაო…

კომენტარები

ბოლო ამბები