Thumbnail

ერთა ლიგას დასცინიან - კლოპის შემდეგ ტურნირი ლოვრენმა გააკრიტიკა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფას ახალი ტურნირი ერთა ლიგა ყველას არ მოსწონს
  • ლივერპულისა და ხორვატიის ნაკრების მცველი იურგენ კლოპს ეთანხმება

უეფას ერთა ლიგა ყველას არ მოწონს. კიდევ ერთი, ვინც ახალი ტურნირის წინააღმდეგ გაილაშქრა, ლივერპულისა და ხორვატიის ნაკრების მცველი დეიან ლოვრენია. 

29 წლის ფეხბურთელმა მხარი თავის კლუბის მწვრთნელს იურგენ კლოპს დაუჭირა, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ერთა ლიგა მსოფლიოში ყველაზე უაზრო საფეხბურთო ტუნრირია.

"ვეთანხმები კლოპს, ერთა ლიგა სასაცილო ტურნირია. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ითამაშო ამ ტურნირში. ეს არაა ნამდვილი შეჯიბრი, სადაც მოგებისთვის იბრძვი. მატჩები კი, რაც გსურთ, ის დაუძახეთ, მაგრამ ფაქტია - შინაარსით ამხანაგურია", - ამბობს ლოვრენი.

12 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგის მე-3 ტურში, მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ხორვატიის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა. დეიან ლოვრენმა ამ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან უეფამ ერთა ლიგაში სოლიდარობისა და საპრიზო თანხები გაზარდა, რის შედეგადაც ტურნირს გამარჯვებული ჯამში 10,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები