Thumbnail
  • ერთა ლიგაში მესამე ტურის მორიგი მატჩები გაიმართა
  • ინგლისმა კვლავ ვერ მოიგო

12 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩები A, B, C და D ლიგებში გაიმართა.

ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა მატჩი, რომელსაც ოფიციალურად მაყურებელი არც დასწრებია - ხორვატიამ ინგლისს უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. მეორე ტაიმში ინგლისელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა სანჩოს, რომელიც ერთადერთი ფეხბურთელი იყო, ვინც საუთგეიტმა შეცვლაზე შეიყვანა. 

კაპიტნების დუელი

მე-4 ჯგუფში ესპანეთის ნაკრები 6 ქულით ლიდერობს, ინგლისსა და ხორვატიას კი თითო ქულა აქვთ. 15 ოქტომბერს სევილიაში ესპანეთი ინგლისს მასპინძლობს. 

ხორვატია 0:0 ინგლისი

ხორვატია (4-2-3-1): ლივაკოვიჩი - იედვაი, ლოვრენი, ვიდა, პივარიჩი - კოვაჩიჩი (73. ბადელი), რაკიტიჩი - კრამარიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი (68. პიაცა) - რებიჩი (80. ლივაია)

ინგლისი (3-5-2): პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი - სტერლინგი (78. სანჩო), ჰენდერსონი, დაიერი, ბარკლი, ჩილველი - რაშფორდი, კეინი

ბრიუსელში "მეფე ბოდუინზე" ბელგიის ნაკრებმა 2:1 მოუგო შვეიცარიას, რომელმაც საკმაოდ კარგად ითამაშა, თუმცა რომელუ ლუკაკუსთან ვერაფერს გახდა. 

მატჩამდე მუნდიალის პრიზები გამოფინეს

58-ე წუთზე აზარი-მონიე-ლუკაკუს კომბინაცია ამ უკანასკნელმა დაასრულა. 76ე- წუთზე სტუმრებმა საჯარიმო შესანიშნავად გაითამაშეს და შეცვლაზე შესულმა მარიო გავრანოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა 84-ე წუთზე ლუკაკუმ ბელგიას სამი ქულა მოუტანა. მე-2 ჯგუფში ბელგიას 6 ქულა აქვს, შვეიცარიას - 3, ისლანდია კი უქულოა. 15 ოქტომბერს ისლანდიის ნაკრები შვეიცარიას მასპინძლობს. 

ბელგიელი ფანების მადლობა მუნდიალისთვის

ბელგია 2:1 შვეიცარია

გოლები: 1:0 ლუკაკუ (58), 1:1 გავრანოვიჩი (76), 2:1 ლუკაკუ (84)

ბელგია (3-4-3): კურტუა - ალდერვეირელდი, კომპანი, ვერმალენი (73. ბოიატა) - მონიე, ტილემანსი, ვიტსელი, ფერეირა-კარასკო (76. შადლი) - მერტენსი (92. ტ. აზარი), ლუკაკუ, აზარი

შვეიცარია (4-4-1-1): ზომერი - ლანგი, ელვედი, შარი, როდრიგესი - ფროილერი (87. ფასნახტი), ჯაკა, ზაკარია (83. ფერნანდეში), ცუბერი - შაჩირი - სეფეროვიჩი (69. გავრანოვიჩი)

საინტერესო ფაქტები

► სანჩო (18 წლისა და 201 დღის) ბოლო 63 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც ინგლისის ნაკრებში დებიუტი ჰქონია. 

► რომელუ ლუკაკუს ანგარიშზე ნაკრებში 78 თამაში და 45 გოლია. 

► მარკო არნაუტოვიჩმა ავსტრიის ნაკრების ბოლო 6 ოფიციალურ საშინაო მატში 5 გოლი გაიტანა. 

► ხორვატიას მუნდიალის ნახევარფინალში ინგლისის 2:1 დამარცხების შემდეგ აღარ მოუგია.

სხვა თამაშები

საბერძნეთს კოსტას მიტროღლუმ მოაგებინა

ავსტრია 1:0 ჩრ. ირლანდია

გოლი: 1:0 არნაუტოვიჩი (71)

ესტონეთი 0:1 ფინეთი

გოლი: 0:1 პუკი (91)

საბერძნეთი 1:0 უნგრეთი

გოლი: 1:0 მიტროღლუ (65)

ბელარუსი 1:0 ლუქსემბურგი

გოლი: 1:0 საროკა (43)

მოლდოვა 2:0 სან მარინო

გოლები: 1:0 გინსარი (31), 2:0 გინსარი (67)

კომენტარები

ბოლო ამბები