Thumbnail

მილიონები პსჟ-სთან 5 გოლით მარცხზე - ცრვენა ზვეზდას ერთ-ერთი ბოსი გამდიდრდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ცრვენა ზვეზდას მატჩით ფრანგი სამართალდამცველები დაინტერესდნენ
  • სერბული კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ფსონზე ინფორმაცია უეფაში შევიდა

საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები ეჭვობენ, რომ ცრვენა ზვეზდამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, სტუმრად პარი სენ-ჟერმენთან გამართული მატჩი ანგარიშით 1:6 გამიზნულად წააგო. 

როგორც L'Equipe იუწყება, ფრანგულმა პოლიციამ შეხვედრის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც უეფასგან შესაბამისი შეტყობინება მიიღო. როგორც ირკვევა, თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპული ფეხბურთის მმართველო ორგანოში შევიდა ინფორმაცია, რომ სერბული კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თავისი გუნდის ხუთი ბურთით დამარცხებაზე რამდენიმე მილიონი ევროს დადებას აპირებდა.

პსჟ და ცრვენა ზვეზდა C ჯგუფში, ნაპოლისა და ლივერპულთან ერთად გამოდიან. ორი ტურის შემდეგ ნაპოლის 4 ქულა აქვს, ლივერპულსა და პსჟ-ს - 3-3, ხოლო სერბებს - 1.

კომენტარები

ბოლო ამბები