Thumbnail

'მეგონა არსენალი კონტრაქტს გამიხანგრძლივებდა' - ამბობს აარონ რემსი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • აარონ რემსი სამომავლო გეგმებზე
  • 'ვეცდები სეზონის ბოლომდე, კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთო' - ამბობს უელსელი
  • რემსით იუვენტუსი, ჩელსი და ლივერპული არიან დაინტერესებული

აარონ რემსის არსენალი კონტრაქტს აღარ უხანგრძლივებს, მაგრამ მოთამაშე ამბობს, რომ თავის მეთერთმეტე და ჯერ-ჯერობით, როგორც ჩანს ბოლო სეზონში, კლუბისთვის ყველაფერს გააკეთებს.

"ყველაფერი კარგად მიდიოდა - მეგონა კონტრაქტს გამიხანგრძლივებდნენ..." ამბობს რამსი. "თუმცა როგორც ვატყობ კონტაქტის გახანგრძლივება არ განიხილება."

"ვარ თუ არა იმედგაცრუებული? ასეთი ამბები ფეხბურთში ხშირად ხდება და მეც იძულებული ვარ შევეგუო. ზაფხულამდე ვეცდები კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთო და რამე ტიტულით დავასრულო ჩემი ლონდონური კარიერა" - ამბობს რემსი.

რემსი არსენალს კარდიფიდან დაემატა, 2008 წელს, როდესაც არსენ ვენგერმა მასში 5 მილიონი ფუნტი გადაიხადა. შემტევ ნახევარმცველს გუნდთან ერთად 3 ასოციაციის თასი აქვს მოგებული, მათშორის 2 ფინალში - ჩელსის და ჰალის წინააღმდეგ გამარჯვების გოლები გაიტანა. როგორც ამბობენ, უელსელით იუვენტუსი, ჩელსი და ლივერპული არიან დაინტერესებული.

გამოკითხვა

რომელი ქვეყნის კლუბი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ინგლისი
  • ესპანეთი
  • იტალია
  • საფრანგეთი
  • გერმანია

კომენტარები

ბოლო ამბები