Thumbnail

ანდორის ნაკრების მწვრთნელი: 'ვნახოთ, ავტობუსი გამოვა მოედანზე, თუ მატარებელი'

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 📅 13 ოქტომბერი 🏟 დინამო არენა ⌚ 20:00 ⚽ საქართველო V ანდორა
  • კოლდო ალვარესის პრესკონფერენცია მატჩის წინ

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მორიგ მატჩს ანდორის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის თქმით, მეტოქე გუნდის რიგებში მთავარი მწვრთნელი კოლდო ალვარესი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც გუნდს კარგად ორგანიზებულ ფეხბურთს ათამაშებს. ანდორას ნაკრები თბილისშია და 13 ოქტომბრის მატჩისთვის ემზადება. ალვარესმა კი წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტთა კითხვებს მოკლედ უპასუხა... 

ერთხელ აღიშნეთ, რომ ყაზახეთის ნაკრები საქართველოზე ძლიერია და ასტანაში დაფიქსირებული შედეგი შემთხვევითობა იყო. დღესაც ასე მიიჩნევთ?

ალვარესი: საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და ჯგუფის ფავორიტად მივიჩნევ. 

რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევთ საქართველოს ნაკრებში?

ალვარესი: საქართველოს ნაკრები ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. გამოვარჩევ შეტევით ხაზს და ორ ფეხბურთელს: ვაკო ყაზაიშვილს და გიორგი ჩაკვეტაძეს.

ტრადიციულად, ანდორის ნაკრები ყრუ დაცვაში დგას. ამბობენ, რომ ეს გუნდი არა თუ ავტობუსი, არამედ სატვირთო მანქანაა. რა მიზანი გაქვთ დასახული ამ მატჩისთვის?

ალვარესი: ვნახოთ, ავტობუსი გამოვა მოედანზე, სატვირთო მანქანა თუ მატარებელი. ვეცდებით დაცვაში კარგად ვიდგეთ და ამავდროულად, სახიფათოდ შევუტიოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები