Thumbnail

'ხან მანჩესტერში ვარ, ხან რომში, ხან მადრიდში' - ფეხბურთელების ცნობილი სტილისტი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გაიცანით ფეხბურთელების ცნობილი სტილისტი
  • ედვარდსი სიტის 8 და ჩელსის 9 ფეხბურთელს ემსახურება

შელდონ ედვარდსი, იგივე 'ჰდ კუტცი' ფეხბურთელებში ცნობილი სტილისტია. იამაიკელი სამხრეთ-დასავლეთ ლონდონშია ბაზირებული, თუმცა ყოველვკირა სხვადასხვა ქალაქებში - მოთამაშეთა მოთხოვნით დაფრინავს.

მაგალითად რუსეთის მუნდიალზე, ედვარდსი ინგლისის ნაკრების ბაზასთან ახლოს - რეპინოში ცხოვრობდა. მაგრამ ასევე, ბეგლიის, გერმანიის და საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებსაც ემსახურებოდა.

ედვარდსი რაჰიმ სტერლინგის მეგობარია "რაჰიმის გამო, 8 თუ 9 სიტის მოთამაშე დადის ჩემთან. ერთი პერიოდი ეტიჰადის კამპუსშიც ვცხოვრობდი." სტერლინგის გარდა, 'ჰდ კუცი' მუსა დემბელეს, გაბრიელ ჯეზუშის, უსაინ ბოლტის და სხვა უამრავი სპორტმენის ვარცხნილობაზე ზრუნავს.

"არის პერიოდები, როდესაც შეიძლება ყველგან აღმოვჩნდე..." - ამბობს ედვარდსი "მანჩესტერი, რომი, მადრიდი - ასეთი რიტმი უკვე ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. სულ ახლახანს, რაჯა ნაინგოლანის გამო მილანში ვიყავი, მგონი ყოველვკირა მომიწევს მილანში გადაფრენა."

ედვარდსის კლიენტების სია: რაჰიმ სტერლინგი, უსაინ ბოლტი, გაბრიელ ჟეზუში, როს ბარკლი, ფილ ფოდენი, ლეორი სანე, რაიან სესენიონი, მაიკლ ანტონიო, დანი ალვეში, ბლაის მატუიდი, რაჯა ნაინგოლანი, კურტ ზუმა, ანტონიო რუდიგერი, ბენჟამინ მენდი, მიში ბაჩუაი, ვილიანი, ტობი ალდერვეირელდი, ტიერი ანრი, შერდან შაჩირი, ლეონ ბაილი, მუსა დემბელე, ტემუე ბაკაიოკო, ემერსონ პალმერი, ტიბო კურტუა, ვალონ ბეჰრამი.

კომენტარები

ბოლო ამბები