Thumbnail

ბაშო ფავორიტის გარეშე? ჰაკუჰომ სერიოზული ტრავმა მიიღო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იმპერატორის თასის 41-გზის მფლობელმა მუხლი დაიზიანა
  • გამოტოვებს დიდი მონღოლი წლის ბოლო ბაშოს?

იმპერატორის თასის 41-გზის მფლობელმა იოკოძუნა ჰაკუჰომ ტრავმა მიიღო და შემოდგომის ტურნე იძულებით შეწყვიტა. ჯერ უცნობია, გამოტოვებს თუ არა ნოემბრის ბაშოს ფავორიტი. 

ჰაკუჰომ (მენხბატინ დავააჟარგალი) საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა გატეხილის ძვლის რენტგენი წარწერით: "დღეს შემოდგომის ტურნეს შეწყვეტა მომიწია. ბოდიშს ვუხდი ფანებს, მაგრამ ტოკიოში უნდა დავბრუნდე, ძვალი მოტეხილია. იმედი მაქვს რეაბილიტაციის პერიოდი მალე დასრულდება".

შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება, ხოლო წლის ბოლო ბაშო 11 ნოემბერს კუნძულ კიუშუზე დაიწყება. ამ ბაშოზე ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კვლავ ოძეკის რანგით იჭიდავებს.  

სამი იოკოძუნა და სამი ოძეკი

კომენტარები

ბოლო ამბები