Thumbnail

ტიერი ანრი მონაკოს ჩაიბარებს - ფრანგი ბელგიის ნაკრებიდან მოდის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ანრი უახლოეს საათებში ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დაემშვიდობება
  • 41 წლის სპეციალისტი თავის ყოფილ კლუბში მთავარ მწვრთნელად დაბრუნდება

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ტიერი ანრი უახლოეს მომავალში მონაკოს მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობას ჩაიბარებს, რომლის ღირსებას მოთამაშის კარიერის დასაწყისში იცავდა. 

19 წლის ტიერი ანრი მონაკოში

L’Equipe ირწმუნება, რომ ანრი 13 ოქტომბერს ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დატოვებს, სადაც ის მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის პირველი თანაშემწის პოსტს ამ დრომდე იკავებს. ხოლო მონაკო გუნდის მთავარ მწვრთნელად მას ოფიციალურად 15 ოქტომბერს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ახლახან მონაკომ ოფიციალურად გამოაცხადა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლეონარდო ჟარდიმის გათავისუფლების შესახებ, რომელიც კლუბში 2014 წლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით მონეგასკის გუნდმა 2016/17 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მონაკომ საფრანგეთის ლიგა 1-ში გასულ 9 ტურში 6 ქულა (ერთი მოგება, სამი ფრე) დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა. გუნდი ვერც ჩემპიონთა ლიგაში ბრწყინავს - A ჯგუფში ორი მარცხით ბოლო ადგილზეა

ტიერი ანრი, როგორც ფეხბურთელი, მონაკოშის ღირსებას 1994-99 წლებში იცავდა. ასევე გამოდიოდა იუვენტუსში, არსენალში, ბარსელონასა და ნიუ იორკ რედ ბულზში. 

41 წლის ფრანგს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2000 წელს კი - ევროპის ჩემპიონი.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ანრიმ მწვრთნელობა ლონდონის არსენალის აკადემიაში დაიწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები