Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონს პარიზის მასტერსით დაასრულებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის სუპერსეზონი სრულდება
  • ოქტომბრის ბოლოს ქართველი პარიზის მასტერსის ძირითად ბადეში იქნება
ATP ფანების ფავორიტს ავლენს - მიეცი ხმა ნიკოლოზ ბასილაშვილს

ATP ტურზე და შესაბამისად საჩოგბურთო სეზონში სამი კვირაღა დარჩა, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის კარიერის საუკეთესო სეზონიც დასასრულს უახლოვდება. 

ორშაბათის რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი კვლავ 23-ე პოზიციაზე იქნება, ახლა უკვე 1 767 სარეიტინგო ქულით. 15 ოქტომბრიდან ATP 250-იანი სერიის სამი ტურნირი იწყება - მოსკოვში, ანტვერპენში და სტოკჰოლმში. ბასილაშვილი ბელგიაში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ანტვერპენის ტურნირიდან მოიხსნა. 

22 ოქტომბრიდან კი ATP 500-იანი სერიის ორი ტურნირი იწყება - ვენასა და ბაზელში. ნიკა ავსტრიაში აპირებს თამაშს, თუმცა მას ძირითად ბადეში თამაში ჯერ განაღდებული არა აქვს. საქმე ისაა, რომ ვენის ტურნირზე განთესვები იმ დროინდელი რეიტინგით ხდება, როცა ნიკა მსოფლიოს 31-ე ჩოგანი იყო. დღევანდელი მონაცემით ქართველი ჩოგბურთელი პირველი ალტერნატივაა, თუ კი ძირითად ბადეში მოხვედრილი 23 ჩოგბურთელიდან რომელიმე მოიხსნება, მის ადგილს ნიკა დაიკავებს, თუ არადა ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ბადეში პირველ ნომრად იქნება განთესილი. 

თუ შემაჯამებელ ტურნირებს არ ჩავთვლით სეზონს პარიზის მასტერსი ასრულებს, რომლის ძირითად ბადეში თამაში ნიკას გარანტირებული აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები