Thumbnail

თუ მესი ნაკრებში არ დაბრუნდება - სკალონი 'ალბისელესტეს' მომავალზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინის ნაკრების დროებითმა თავკაცმა ყატართან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
  • ლიონელ სკალონი იმედოვნებს, რომ ლიონელ მესი ნაკრებში დაბრუნდება 

არგენტინის ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლიონელ სკალონიმ ერაყთან ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე "ალბისელესტემ" "ფაისალ ბინ ფადის" სახელობის სტადიონზე მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. თავი ლაუტარო მარტინესმა, რობერტო პერეირამ, ხერმან პესელამ და ფრანკო სერვიმ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ ოთხივემ არგენტინის ნაკრებში სადებიუტო გოლი მიითვალა.

სკალონი იმედოვნებს, რომ ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებს დაუბრუნდება, ნაკრების მომავალი თავკაცი კი მისი გამოძახებული მოთამაშეებისთვისაც გამონახავს გუნდში ადგილს.

"იმედი მაქვს, მესი მომავალში დაუბრუნდება ნაკრებს, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. თუ ეს არ მოხდება, გუნდურად უნდა ვითამაშოთ. ამაშია არსი - ვითამაშებთ გუნდურად და ჩვენი დამარცხება ძნელი იქნება. 

ამ თანამდებობაზე ნოემბრამდე ვიმუშავებ, რის შემდეგაც ნაკრებს დავემშვიდობები. იმედი მაქვს, ახალი მწვრთნელი, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვენ მიერ გამოძახებული მოთამაშეებისთვისაც გამონახავს ადგილს სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელების გვერდით. ძალიან მაგარი იქნება, თუ ესენი ყველანი დარჩებიან აქ", - აქვეყნებს სკალონის ნათქვამს FourFourTwo.

21 წლის ლაუტარო მარტინესმა ალბისელესტეში სადებიუტო გოლი მიითვალა

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში პაუზის აღება მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა. ბარსელონას ვარსკვლავის ეროვნულ გუნდში დაბრუნების დრო უცნობია.

არგენტინის ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 16 ოქტომბერს, საუდის არაბეთში, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები