Thumbnail

პროგრესი აშკარაა: უსაინ ბოლტმა დუბლი შეასრულა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უსაინ ბოლტმა პროფესიონალი ფეხბურთელობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა
  • ყოფილმა სპტრინტერმა ტესტ-მატჩში დუბლი შეასრულა

სპრინტის ლეგენდა უსაინ ბოლტი ფეხბურთში პროფესიონალურ დონეზე თამაშს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ავსტრალიური სენტრალ ქოუსთ მარინერსში მოთამაშე ბოლტმა მაკარტურთან ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და პირველად იყო ძირითად შემადგენლობაში.

იამაიკელმა პირველ ტაიმში არცისე კარგად ითამაშა, მეორე ნახევარში კი ორი გოლის გატანა შეძლო.

55-ე წუთზე მან მეტოქე გუნდის მცველს აჯობა და საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა.

მეორე გოლისას ბოლტმა უკვე მეკარის შეცდომით ისარგებლა. მისმა გუნდმა შეხვედრა 4:0 მოიგო.

სპრინტის ლეგენდას კიდევ აი, ასეთი მომენტი ჰქონდა:

“პირველად მოვხვდი სასტარტო შემადგენლობაში და ორი გოლი გავიტანე - ეს ძალიან მაგარი განცდაა. ბედნიერი ვარ, რომ თამაშის საშუალება მომეცა და მსოფლიოს ვაჩვენე, რომ პროგრესს განვიცდი,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ბოლტმა.

კომენტარები

ბოლო ამბები