Thumbnail

თავისუფალი სტილით მოჭიდავეების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე

  • უნგრეთი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
  • საქართველოს ღირსებას 10 მოჭიდავე დაიცავს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, 20 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ხალიჩაზე 20-23 ოქტომბერს გამოვლენ, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები - 24 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა:

ოთარ გოგავა - (57 კგ)

ბექა ლომთაძე – (61 კგ)

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – (65 კგ)

ზურაბ იაკობაშვილი – (70 კგ)

ავთანდილ კენჭაძე – (74 კგ)

დავით ხურცილავა – (79 კგ)

სანდრო ამინაშვილი – (86 კგ)

დავით მარსაგიშვილი – (92 კგ)

ელიზბარ ოდიკაძე – (97 კგ)

გენო პეტრიაშვილი – (125 კგ)

შარშან საქართველოს ნაკრებმა პარიზში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ბრინჯაო - 61 კგ), ზურა იაკობაშვილი (ოქრო - 70 კგ), გენო პეტრიაშვილი (ოქრო - 125 კგ).
 

ხინჩეგაშვილის შეხვედრა ბრინჯაოსთვის 📺

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა მოჭიდავემ მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში თურქი ერდოღანი დაამარცხა

Posted by Silk Sport on პარასკევი, 25 აგვისტო, 2017

იაკობაშვილის ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე 📺

ზურაბ იაკობიშვილის ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

ზურაბ იაკობიშვილმა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუპვა მსოფლიო ჩემპიონატზე. მან ფინალში პოლონელი მაგომედმურად გაჯიევი 3:1 დაამარცხა 🇬🇪️🥇

Posted by Silk Sport on შაბათი, 26 აგვისტო, 2017

პეტრიაშვილის ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე 📺

გენო პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

გენო პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა მან ფინალში თურქი ტაჰა აკგული 10:8 დაამარცხა გილოცავთ ყველას , პირველი ქართული ოქრო მსოფლიო ჩემპიონატზე 🇬🇪️🥇

Posted by Silk Sport on პარასკევი, 25 აგვისტო, 2017

 

კომენტარები

ბოლო ამბები