Thumbnail
  • ხოჟუვში ევროპის ჩემპიონმა პოლონეთი დაამარცხა
  • მესამე ტური დღეს და ხვალ გაგრძელდება

უეფას ერთა ლიგის მესამე ტური A ლიგაში პოლონეთი-პორტუგალიის მატჩით დაიწყო. ხოჟუვში 5-გოლიან თრილერში სტუმარმა პორტუგალიამ გაიმარჯვა - 3:2. 

მე-18 წუთზე ანგარიში ტოპ-5 ლიგების ახალი სეზონის მთავარმა სენსაციამ, კშიშტოფ პიატეკმა გახსნა და პოლონეთი დააწინაურა, მაგრამ ამის შემდეგ პორტუგალიელთა უპირატესობა აშკარა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალია ლიდერის, კრშიტიანო რონალდოს გარეშე თამაშობდა, მაინც იოლად ახერხებდა პოლონეთის დაცვის გარღვევას. 31-ე წუთზე პიცის პასით ანდრე სილვამ გაათანაბრა. 43-ე წუთზე კი კამილ გლიკმა საკუთარ კარში გაიტანა. 

პორტუგალიის დომინაცია მეორე ტაიმშიც გაგრძელდა, 52-ე წუთზე გოლის გატანაში ხელი ბერნარდო სილვას ვერ შეუშალეს. 77-ე წუთზე კუბა ბლაშჩიკოვსკიმ გაიტანა, მაგრამ ამის მერე გატანა უფრო პორტუგალიას შეეძლო, მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა რენატო სანშეშის დარტყმული.

ამ შეხვედრაში ნაკრებში მეასედ ითამაშა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც ვერაფრით გამოიჩინა თავი.

ამ შეხვედრის შემდეგ მე-3 ჯგუფში პორტუგალია დამაჯერებლად ლიდერობს 6 ქულით. 2-2 თამაშიდან მხოლოდ ქულა აქვთ პოლონეთისა და იტალიის ნაკრებებს, რომლებიც მე-4 ტურში 14 ოქტომბერს ერთმანეთში ითამაშებენ. 

პოლონეთი 2:3 პორტუგალია

გოლები: 1:0 პიატეკი (18), 1:1 ანდრე სილვა (31), 1:2 გლიკი (43 ავტოგოლი), 1:3 ბერნარდო სილვა (52), 2:3 ბლაშჩიკოვსკი (77)

პოლონეთი (4-4-2): ფაბიანსკი - ბერეშინსკი (46. კედძიორა), გლიკი, ბედნარეკი, იედრჟეიჩიკი - ჟიელინსკი, კრიხოვიაკი, კლიხი (63. ბლაშჩიკოვსკი), კურჟავა (64. გროსიცკი) - ლევანდოვსკი, პიატეკი 

პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიო - კანსელო, პეპე, დიაში, რუი - ნევეში, ვ. კარვალიო, პიცი (74. სანშეში) - რაფა სილვა (84. პერეირა), ანდრე სილვა, ბერნარდო სილვა (90. ფერნანდეში)

სხვა მატჩები

რუსეთი-შვედეთი

რუსეთი 0:0 შვედეთი

ისრაელი 2:1 შოტლანდია

ლიტვა 1:2 რუმინეთი

მონტენეგრო 0:2 სერბეთი

ფარერები 0:3 აზერბაიჯანი

კოსოვო 3:1 მალტა

კომენტარები

ბოლო ამბები