Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონი ისლანდიასთან მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ისლანდია 2:0-ს იგებდა
  • საფრანგეთის ნაკრები კილიან მბაპემ გადაარჩინა

მსოფლიოს ჩემპიონმა, საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა გინგამში ამხანაგური მატჩი გამართა და ისლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი მოულოდნელი სცენარით წარიმართა და ფრედ, 2:2 დასრულდა.

საფრანგეთის ნაკრები აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა ისლანდიელებმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს და ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. მატჩის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩებოდა, როდესაც სტუმრები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ, თუმცა დასკვნით წუთებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ჯერ ისლანდიელებმა დალაშქრეს საკუთარი კარი, შემდეგ კი კილიან მბაპემ მისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად და მატჩის საბოლო ანგარიში დააფიქსირა.

მსოფლიოს ჩემპიონმა მთლიანობაში მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, ისლანდიამ კი შვეიცარიასთან (0:6) და ბელგიასთან (0:3) განადგურების შემდეგ, სასიამოვნოდ გააოცა გულშემატკივარი.

საფრანგეთი 2:2 ისლანდია

გოლები: 0:1 ბარნასონი (30), 0:2 ამასონი (58), 1:2 ეუფსონი (86-საკ. კარში), 2:2 მბაპე (90-პენ.)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი (46. ზუმა), კიმპემბე, დინე, ნზონზი, პოგბა (67. დომბელე), ტაუვინი (59. ლემარი), გრიზმანი (60. მბაპე), დემბელე (67. პაიე), ჟირუ

ისლანდია: რუნარსონი (46. ჰალდორსონი), ეუფსონი, არნასონი, სიგურსონი (80. სიგალსონი), საევარსონი (81. ფულოსონი), ბერგი, სიგურონსონკი, ბარნასონი, ტრაუსტასონი (59. სიგორსონი), გუომონდსონი (59. პალსონი), ფინბოგასონი (46. გუდმუნდსონი)

კომენტარები

ბოლო ამბები