Thumbnail
  • ესპანეთმა უელსს სამი ბურთის სხვაობით მოუგო
  • პაკო ალკასერმა დუბლი შეასრულა

კარდიფში საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც უელსის ნაკრებმა ესპანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა, 1:4.

ესპანელებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, როდესაც სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. დუბლი პაკო ალკასერმა შეასრულა, ერთი გოლი კი სერხიო რამოსმა მიითვალა აქტივში. მეორე ნახევარში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს: ბარტრამ ოთხ ბურთამდე გაზარდა სტუმართა უპირატესობა, ხოლო ვოუკსმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.  

მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნაკრები ლუის ენრიკემ ჩაიბარა, გუნდი ბრწყინვალედ ასპარეზობს. პირენეელებმა ჯერ ინგლისს მოუგეს უემბლიზე, შემდეგ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატია გაანადგურეს 6:0 და ასევე დიდი ანგარიშით სძლიეს უელსის ეროვნულ გუნდს. 

უელსი 1:4 ესპანეთი

გოლები: 0:1 ალკასერი (8), 0:2 რამოსი (19), 0:3 ალკასერი (29), 0:4 ბარტრა (74), 1:4 ვოუკსი (89) 

უელსი: ჰენესი, გუნტერი, ვილიამსი (46. ჩესტერი), დევისი (62. რიჩარდსი), რობერტსი, ამპადუ (50. კინგი), ალენი (62. სმიტი), ჯონი (62. ლოვრენსი), ვილსონი (46. ბრუკსი), ვოუკსი, რამზი

ესპანეთი: დე ხეა (46. კეპა), ასპილიკუეტა (63. კასტრო), ალბიოლი, რამოსი (46. ბარტრა), გაია, სებალოსი, როდრი, საული (46. კოკე), სუსო 981. როდრიგო), ალკასერი (73. ასპასი), მორატა

კომენტარები

ბოლო ამბები